კრისტრუნ ფროსტადოტირი

კრისტრუნ ფროსტადოტირი (ისლ. Kristrún Frostadóttir; დ. 12 მაისი, 1988, რეიკიავიკი, ისლანდია) — ისლანდიელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან ისლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს და ამჟამად სოციალ-დემოკრატიული ალიანსის ლიდერია. ისლანდიის პარლამენტის, ალთინგის წევრია 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

კრისტრუნ ფროსტადოტირი
კრისტრუნ ფროსტადოტირი
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა21 დეკემბერი, 2024
პრეზიდენტი  ჰალა ტომასდოტირი
წინამორბედიბიარნი ბენედიქტსონი

დაბადებული12 მაისი, 1988 (1988-05-12) (36 წლის)
რეიკიავიკი, ისლანდია
მოქალაქეობაისლანდიის დროშა ისლანდია
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული ალიანსი
მეუღლეეინარ ინგვარსონი
შვილები2
განათლებაისლანდიის უნივერსიტეტი
ბოსტონის უნივერსიტეტი
იელის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრისტრუნი დაიბადა რეიკიავიკში. მისი მშობლები არიან ეთნოგრაფი ფროსტი იოჰანსონი და ექიმი სტეინუნ გუდნი იონსდოტირი. მან დაამთავრა რეიკიავიკის კოლეჯი, მიიღო ბაკალავრის ხარისხი ისლანდიის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კვლევებში იელის უნივერსიტეტში და ბოსტონის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.[1]

მუშაობდა ჟურნალისტად ბიზნეს გაზეთში „ვიდსკიპტაბლადიდში“ და იყო არიონ ბანკის ანალიზის დეპარტამენტის თანამშრომელი. ამერიკული მულტინაციონალური ბანკის Morgan Stanley-ის სპეციალისტი, ჯერ ნიუ-იორკში და შემდეგ ლონდონში. 2017 წელს იგი იყო ისლანდიის სავაჭრო პალატის მთავარი ეკონომისტი, ხოლო 2018 წელს გახდა კვიკა ბანკის მთავარი ეკონომისტი. ამ თანამდებობაზე იმუშავა 2021 წლამდე, სანამ არ წარადგინა კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული ალიანსის სიით რეიკიავიკის სამხრეთ ოლქში.[2]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი სოციალ-დემოკრატიული ალიანსის რიგებიდან აირჩიეს ისლანდიის პარლამენტში.

2022 წელს მან წარადგინა საკუთარი კანდიდატურა სოციალ-დემოკრატიული ალიანსის ლიდერის თანამდებობაზე, სადაც კონკურენტი არ ჰყოლია.[3]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კრისტენი დაქორწინებულია ეინარ ინგვარსონზე. მათ ჰყავთ ორი შვილი, რომლებიც დაიბადნენ 2019 და 2023 წელს.[4]