ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კრისტინა რომერი (ინგლ. Christina Duckworth Romer კრისტინა დაკვორთ რომერი; დ. 1958 წლის 25 დეკემბერი, ილინოისი) - ამერიკელი ეკონომისტი და პედაგოგი. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის 29 იანვრიდან 2010 წლის 2 სექტემბრამდე, თავმჯომარეობდა ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს. ეკონომიკური ფაკულტეტის მუდმივი პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი).

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი დაიბადა ოლტონში, ილინოისი, აშშ . კრისტინა სკოლაში სწავლობდა ოჰაიოში.

მან მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი უილიამისა და მერიის კოლეჯში (1981) და დოქტორის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (1985). როგორც ასოცირებული პროფესორი (ინგლ. assistant professor ) შეუერთდა პრინსტონის უნივერსიტეტს. 1988 წლიდან ასწავლიდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში და გახდა სრული პროფესორი (ინგლ. full professor ) 1993 წელს.

24 ნოემბერს, 2008 წელს, ახლად არჩეული აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კრისტინა რომერი წარადგინაეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე [1] [2] .

2009 წლის 29 იანვარს კრისტინა რომერი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 5 აგვისტოს, 2010 წელს, ცნობილი გახდა, რომ 2 სექტემბერს, ის გადადგება და დაბრუნდება კალიფორნიის უნივერსიტეტს პროფესორის რანგში. მისი წასვლის მიზეზად სამესრთან კონფლიქტი სახელდება. [3]

იგი იყო ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მეცნიერებათა საპატიო დოქტორი, სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტი (2014). მას ასევე აქვს საპატიო დიპლომი მშობლიურ კოლეჯში [4] .

მისი ქმარი არის ცნობილი ეკონომისტი დევიდ რომერი . ოჯახს ჰყავს ქალიშვილი და 2 ვაჟი.[5]

სამეცნიერო წვლილი

ექსპერტი ეკონომიკურ კრიზისებში და იმაში, თუ როგორ უნდა დააღწიო მათ თავი, ხშირად მიმართავს ეკონომიკურ ისტორიას.

კრისტინა რომერის ადრეული მოღვაწეობა მიეძღვნა მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ანალიზს შეერთებულ შტატებში ომამდელ და ომისშემდგომ პერიოდში (1930 - 40-იანი წლები). მომავალში მან შეისწავლა დიდი დეპრესიის მიზეზები და მისგან გამოსვლის ისტორია.[6]

შემდგომ კვლევებში დიდი ყურადღებას ამახვილებდა 1950-იან წლებში აშშ-ს მონეტარულ პოლიტიკაზე.[7]

თანამედროვე კვლევები ეძღვნება საგადასახადო პოლიტიკის გავლენას მთავრობის საქმიანობაზე და მთლიან ეკონომიკურ ზრდაზე .

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

მონოგრაფიები

რედაქტირება
  • Romer C., Romer D., eds. (1997) Reducing Inflation: Motivation and Strategy. — Chicago: University of Chicago Press for NBER.

სტატიები

რედაქტირება
  • Hsieh C.-T., Romer C. (2006) Was the Federal Reserve Constrained by the Gold Standard during the Great Depression? Evidence from the 1932 Open Market Purchase Program // Journal of Economic History. — No. 66, March. — pp. 140–176.
  • Romer C. (1999) Changes in Business Cycles: Evidence and Explanations // Journal of Economic Perspectives. — No. 13, Spring. — pp. 23–44.
  • Romer C. (1988) World War I and the Postwar Depression: A Reinterpretation Based on Alternative Estimates of GNP // Journal of Monetary Economics. — No. 22, July. — pp. 91–115.
  • Romer C., Romer D. (2004) Choosing the Federal Reserve Chair: Lessons from History // Journal of Economic Perspectives. — No. 18. — pp. 129–162.
  • Romer C., Romer D. (1994) Monetary Policy Matters // Journal of Monetary Economics. — No. 33, August. — pp. 75–88.
  1. Calmes J. Obama Names Romer to Lead Council of Economic Advisers // The New York Times. — November 24, 2008. (ინგლისური) — 25.11.2008.
  2. Обама Б. Не бывает процветающего Уолл-стрита без процветания Мэйн-стрита // Документы Полит.ру, 27 ноября 2008 г დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine. . — 27.11.2008.
  3. Ротация в Белом доме: > США > Еженедельник 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-16. ციტირების თარიღი: 2011-10-26.
  4. 2014 | Laureation address - Professor Christina Romer | University of St Andrews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-09. ციტირების თარიღი: 2016-06-18.
  5. "Faculty Couples Keep Love Alive at Work - The Daily Californian". დაარქივებული 2020-08-20 საიტზე Wayback Machine. archive.dailycal.org. Retrieved 2017-03-06.
  6. Romer, Christina (March 9, 2009). "Lessons from the Great Depression for Economic Recovery in 2009" (PDF): 13 – via eml.berkeley.edu.
  7. http://emlab.berkeley.edu/~dromer/papers/aer_v92.pdf