კრისტინა ონასისი
კრისტინა ონასისი (ინგლ. Christina Onassis, Christian Onassis, ბერძ. Χριστίνα Ωνάση; დ. 11 დეკემბერი, 1950, ნიუ-იორკი აშშ — 19 ნოემბერი, 1988 ბუენოს-აირესი, არგენტინა) — მეწარმე, ონასისის იმპერიის მემკვიდრე. არისტოტელე ონასისისა და ათინა ონასის-ნიარქოსის ერთადერთი ქალიშვილი.
კრისტინა ონასისი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 დეკემბერი, 1950 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
19 ნოემბერი, 1988 (37 წლის) ბუენოს-აირესი, არგენტინა |
გარდაცვალების მიზეზი | ფილტვების მწვავე შეშუპებით გამოწვეული გულის შეტევა |
დაკრძალულია | კუნძული სკორპიო, საბერძნეთი |
მოქალაქეობა | არგენტინა |
აქტიური | მეწარმე |
მეუღლე(ები) |
ტიერ რუსელი, ჯოსეფ ბოლკერი, ალექსანდროს ანდრეადისი, სერგეი კაუზოვი |
შვილ(ებ)ი | ათინა ონასის-რუსელი |
მშობლები |
მამა: არისტოტელე ონასისი დედა: ათინა ონასის-ნიარქოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკრისტინა ონასისი, ბერძენ- არგენტინელი გემების მაგნატის არისტოტელ ონასისისა და მისი პირველი მეუღლის ათინა ონასის- ნიარქოსის ერთადერთი ქალიშვილი, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი ბაბუა დედის მხრიდან იყო სტავროს გ. ლივანოსი, ლივანოსის საზღვაო იმპერიის დამფუძნებელი. ონასისს ჰყავდა უფროსი ძმა, ალექსანდრე. ის და ალექსანდრე აღიზარდნენ და განათლება მიიღეს საფრანგეთში, საბერძნეთსა და ინგლისში. გოგონა სწავლობდა ოქსფორდის ჰედინგტონის სკოლაში და ლონდონის კინგსის კოლეჯში 1968 - 1969 წლებში.[1][2]
ქრისტინას მშობლები 1960 წელს დაშორდნენ მამის რომანის გამო საოპერო მომღერალ მარია კალასთან. მოგვიანებით არისტოტელე ონასისი 1968 წელს დაქორწინდა აშშ-ს ყოფილ პირველ ლედიზე, ჟაკლინ კენედიზე, პრეზიდენტ ჯონ კენედის ქვრივზე. კრისტინა და ალექსანდრე ჟაკლინ კენედის მიმართ უნდობლობას გამოხატავდნენ. კრისტინას დედა სტავროს ნიარქოსზე დაქორწინდა 1971 წელს.[3]
ორწლინახევრის განმავლობაში კრისტინამ დაკარგა ყველა ნათესავი: 1973 წელს ათენში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა მისი ძმა ალექსანდრე; დედა გარდაიცვალა, სავარაუდოდ, წამლის გადაჭარბებული დოზის მიღებით, 1974 წელს; მამა გარდაიცვალა 1975 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ, ქრისტინამ უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე. მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა - საბერძნეთის და არგენტინის.[4]
კარიერა
რედაქტირებაალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ არისტოტელ ონასისი ქალიშვილს საკუთარი იმპერიის მემკვიდრედ თვლიდა. მისი გადაწყვეტილებით, საოჯახო ბიზნესს კრისტინა უნდა ჩადგომოდა სათავეში. ამ მიზნით, იგი ნიუ იორკში საკუთარ ოფისში გაგზავნა სამუშაოდ. არისტოტელეს გარდაცვალების შემდეგ მან მემკვიდრეობით მიიღო მამის ქონების 55%, რაც 500 მილიონ დოლარად შეფასდა. დარჩენილი 45% გადაეცა ალექსანდრე ონასისის ფონდს, რომელიც ალექსანდრეს ხსოვნისათვის დაარსდა. ჟაკლინ ონასისმა მიიღო 26 მილიონი დოლარი..მამის გარდაცვალების შემდეგ კრისტინა ონასისი ბიზნესს წარმატებით უძღვებოდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკრისტინა მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყო მდიდრული ცხოვრების წესის, და მგზნებარე პირადი ცხოვრების გამო. სიმდიდრის მიუხედავად, იგი ხშირად უკმაყოფილო იყო. ზედმეტი წონის გამო იცავდა ექსტრემალურ დიეტებს, თუმცა დეპრესიაში ჩავარდნის შემდეგ ისევ იმატებდა. მუდმივი სიყვარულის ძიებაში იყო. 30 წლის ასაკში მას დაუსვეს კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი და დაუნიშნეს ბარბიტურატები, ამფეტამინები და საძილე აბები . იგი წამლებზე გახდა დამოკიდებული. როგორც ამბობდნენ, 1970-იან წლებში საავადმყოფოშიც მოხვდა საძილე აბების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო.[5][6][7]
კრისტინა ონასისი ოთხჯერ იყო დაქორწინებული:
- პირველი მეუღლე: ჯოზეფ ბულკერი (დაქორწინდნენ 1971 წელს, განქორწინდნენ 1972 წელს).
- მეორე - ალექსანდრე ანდრედაისი (დაქორწინდნენ 1975 წელს, განქორწინდნენ 1977 წელს).
- მესამე - სერგეი დანილოვიჩ კაუზოვი (დაქორწინდნენ 1978 წლის 2 აგვისტოს, განქორწინდნენ 1980 წელს) - სსრკ მოქალაქე (დაიბადა 1941 წლის 25 ივლისს) და "სოვფრახტის" თანამშრომელი; საქორწინო ცერემონია მოსკოვში გაიმართა და გაგრძელდა 16 თვის განმავლობაში. ამჟამად ის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს ( სხვა ვერსიით - შვეიცარიაში).
- მეოთხე ქმარი - ტიერი რუსელი (დაქორწინდნენ 1984 წელს, განქორწინდნენ 1987 წელს).
ქალიშვილი - ათენა ონასისი-რუსელი (დაიბადა 1985 წელს)
კრისტინა ონასისი გარდაიცვალა 1988 წლის 19 ნოემბერს ბუენოს -აირესში გაურკვეველ ვითარებაში (სხვა წყაროების მიხედვით - მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად). 20 ნოემბერს მას ბერძნული მართლმადიდებლური წესით პანაშვიდი გადაუხადეს ონასისის საკუთრებაში მდებარე კუნძულ სკორპიოს სამლოცველოში, რის შემდეგაც იგი მამისა და ძმის გვერდით დაკრძალეს ონასისის საოჯახო სასაფლაოზე, კუნძულ სკორპიოსზე. [6][8]
კრისტინას გარდაცვალების შემდეგ, ონასისიის იმპერია გადაეცა მის ქალიშვილს ათენა რუსელს, რომელიც მას შეეძინა ბოლო, მეოთხე ქორწინებაში ფრანგ ტიერი რუსელთან.[9]
საინტერესო ფაქტი
რედაქტირებაარისტოტელ ონასისის ძვირადღირებული იახტაChristina O, რომელსაც სახელი მისი ქალიშვილის პატივსაცემად დაარქვა, წარმოადგენდა ერთგვარ "მცურავი სასახლეს". რამდენიმე წლის განმავლობაში კრისტინას მუდმივი საცხოვრებლი იყო. იახტა გადაკეთებული იყო სამხედრო ფრეგატიდან "სტორმონტი"
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- Christina O, the Onassis family yacht, was named after Christina by her father
ლიტერატურა
რედაქტირება- oannidis, Paul (2015). Destiny Prevails: My Life with Aristotle, Alexander, Christina Onassis and her daughter, Athina. New York: Significance Press-paperback or kindle edition. ISBN 978-0990757474.[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wright, William (2000). All the Pain Money Can Buy: The Life of Christina Onassis. Simon and Schuster. p. 62. ISBN 0-743-21163-4[მკვდარი ბმული].
- ↑ "Poor Little Rich Girl – Christina Onassis". Newsweek. Newsweek, Incorporated. 86: 349. 1975.
- ↑ Destiny Prevails: My life with Aristotle, Alexander, Christina Onassis and her daughter, Athina, Paul J. Ioannidis, Livani Publishing, 2013
- ↑ Gage, Nicholas (May 2005). "The Last Onassis". vanityfair.com. p. 2.
- ↑ Gage, Nicholas (May 2005). "The Last Onassis". vanityfair.com. p. 1.
- ↑ 6.0 6.1 Saxon, Wolfgang (20 November 1988)" Christina Onassis, Shipping Magnate, Dies at 37"[მკვდარი ბმული] The New York Times. Retrieved 22 April 2013.
- ↑ de Lama, George (21 November 1988). "Onassis Died Of Natural Causes, Autopsy Reportedly Indicates". Chicago Tribune. Retrieved 10 October 2014.
- ↑ Smith, James F. (21 November 1988). "'The Poor Little Rich Girl': Autopsy Held as Friends Mourn Christina Onassis". latimes.
- ↑ "Onassis Heiress Turns 18, Inherits Billions". abcnews.go.com. 29 January 2003.