კრისტიან ბემერ ანფინსენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კრისტიან ბემერ ანფინსენი (ინგლ. Christian Boehmer Anfinsen, Jr.; 26 მარტი, 1916, მონსენი, პენსილვანია, აშშ — გ. 14 მაისი, 1995, რანდალსტაუნი, მერილენდი, აშშ) — ამერკელი ბიოქიმიკოსი, აშშ-ის ეროვნული აკადემიის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი (1958), დანიის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1964). ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1972). ნობელის პრემია მიენიჭა სტანფორდ მურთან და უილიამ ჰაუარდ სტაინთან ერთად რიბონუკლეაზის, განსაკუთრებით ამინომჟავური თანმიმდევრობების და მისი ბიოლოგიურად აქტიური კონფერმეტების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლაში შესრულებული სამუშაოებისათვის.

კრისტიან ბემერ ანფინსენი
ინგლ. Christian Anfinsen[1]
დაბ. თარიღი 26 მარტი, 1916(1916-03-26)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი მონსენი
გარდ. თარიღი 14 მაისი, 1995(1995-05-14)[9] [10] [11] [4] [5] [6] [12] (79 წლის)
გარდ. ადგილი რანდალსტაუნი[13]
დასაფლავებულია Beth Tfiloh Cemetery[8]
მოქალაქეობა  აშშ[9] [14]
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პენსილვანიის უნივერსიტეტი, სუორთმორის კოლეჯი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლა და Monessen High School
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[15] , ნობელის პრემია ქიმიაში[16] [17] , ლას-პალმას-დე-გრან-კანარიის საპატიო დოქტორი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრისტიან ბემერ ანფინსენი დაიბადა 1916 წლის 26 მარტს პენსლივანიის შტატის ქალაქ პიტსბურგის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ მონესენში. მისი მამა კრისტიან ბემერ ანფინსენი, იყო ინჟნერ-მექანიკოსი. იგი და მისი მეუღლე სოფია რასმუსენ ანფინსენი, იყვნენ ნორვეგიელი ემიგრანტები. პენსლივანიის ქალაქ შარლერუაში ცხოვრებიდან რამდენიმე წელიწადში, 1920-იან წლებში ოჯახი ფილადელფიაში გადასახლდა. 1933 წელს ანფინსენმა მიიღო სუორტმო-კოლეჯის სტიპენდია, სადაც მან შეისწავლა ქიმია. 1939 წელს დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტი. 1939 წელს ამერიკულ-სკანდინავიურმა ფონდმა მას გადასცა სტიპენდია, რათა შეემუშავებინა ფერმენტების ქიმიური ანალიზის სტრუქტურის ახალი მეთოდები კოპენჰაგენის კარლსბერგის ლაბორატორიაში. სახიფათო სიტუაციის გამო, რომელიც ევროპაში განვითარდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1940 წელს ანფინსენი იძლებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებულიყო.

1940-1950 წლებში მუშაობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში. 1950—1962 წლებში ხელმძღვანელობდა ციტობიოლოგიისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორიას ეროვნულ კარდიოლოგიურ ინსტიტუტში (ბეტესდა, მერილენდის შტატი). 1954 წელს როკფელერის ფონდმა დააფინანსა კოპენჰაგენში კრისტიან ბემერ ანფინსენის ახალი ვიზიტი, სადაც იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა კარლსბერგის ლაბორატორიაში. 1958 წლიდან ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრია[18]. 1958-1959 წლებში ანფინსენი სამუშაოდ გაემგზავრა ისრაელის ქალაქ რეხვოტში მდებარე ვაიცმანის ინსტიტუტში[19].

1962 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით, მიიღო წინადადება სათავეში ჩადგომოდა ქიმიის დეპარტამენტს და 1963 წელს დაინიშნა ართრიტისა და მეტაბოლიზმის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. 1979 წელს მიიღო იუდაიზმი და თავი დაანება მოწევას[20][21]. 1982-1995 წლებში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორია[22].

1977 წელს მიენიჭა ბრანდეისკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული.

1995 წლის 14 მაისს მას გულის შეტევა დაემართა. იგი გარდაიცვალა ნორდ-ვესტოვსკის საავადმყოფოში, რენდელტუნში, 79 წლის ასაკში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

თავის პირველ მეუღლეზე, ფლორენს კენენგერზე, დაქორწინდა 1941 წელს. მათ შეეძნათ სამი შვილი: კრისი, მარგო და ქეროლი. 1979 წელს მეორედ ლიბი შულმან ელიზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Серебровская К. Б., Комиссаров Б. Д., Кристиан Бемер Анфинсен, «Журнал Всес. хим. общества», 1975, т. 20, в. 6
  • Anrinsen Ch. В., в кн.: McGraw-Hill modern men of science, v. 2, N. Y., 1968
  • McKee, R.W., Ormsbee, R.A., Anfinsen, C-B., Geiman, Q.M. and Ball, E.G.: Studies on malarial parasites. VI. The chemistry and metabolism of normal and parasitized -( P. knowlesl) monkey blood. J. Exp. Hed. -8 4: 569-582, 1946.
  • Anfinsen, C.B., Flavin, M., Farnsworth, J.: Preliminary studies on ribonuclease structure. Biochem. et Biophys. Acta 2: 468-469, 1952.
  • Anfinsen, C.B., Harrington, W.F., Hvidt, Aa, Linderstrdm-Lang, K., Ottesen, M. and Schellman, J.: Studies on the structural basis of ribonuclease activity. Biochim. et Biophys. Acta -1 7: 141-142, 1955.
  • Anfinsen, C.B., lqvist, S.E.G., Cooke j.P., and JGnsson, B.: A comparative study of the structures of bovine and ovine pancreatic ribonucleases. J. Biol. Chem. -2 34: 1118-1123, 1959.
  • Anfinsen, C.B.: The Molecular -B- asis of Evolution, John Wiley & Sons, Inc., New-York, 1959
  • Cuatrecasas, p., Wilchek, M. and Anfinsen, C.B.: Selective enzyme purificaton by affinity chromatography. Proc. Nat. Acad. Sci. 61: 636-643, 1968.
  • Anfinsen, C.B.: Studies on the principles that govern the folding of protein chains. Les Prix Nobel En 1972.
  • Bridgen, P.J., Anfinsen, C.B., Corley, L., Bose, S., Zoon, K.C., Ruegg, U.Th. and Buckler, C.E.: Human lymphoblastoid interferon: large scale production and partial purification. J. Biol. Chem. 252: 6585-6587;1977.
  • Laderman, K.A., B.R. Davis, H.C. Krutzsch, M.C. Lewis, and C.B. Anfinsen. The purification and characterization of an extremely thermostable a-amylase from the hyperthermophilic archaebacterium Pyrococcus furiosus. J.Biol. Chem., 268, 24394-24401, 1993.
  1. 1.0 1.1 NNDB — 2002.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1996.
  9. 9.0 9.1 Encyclopædia Britannica
  10. Two Subsites in the Binding Domain of the Acetylcholine Receptor: An Aromatic Subsite and a Proline Subsite — 1995.
  11. No Assembly Required
  12. Base biographiqueBIU Santé.
  13. Christian B. Anfinsen, Nobel Winner in Chemistry, Dies at 79The New York Times, 1995.
  14. Encyclopedia.comHighBeam Research.
  15. Guggenheim Fellows database
  16. The Nobel Prize in Chemistry 1972Nobel Foundation.
  17. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  18. Book of Members, 1780–2010: Chapter A. American Academy of Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 18 April 2011.
  19. Christian B. Anfinsen — 1957 (Guggenheim Foundation) დაარქივებული 2011-06-22 საიტზე Wayback Machine.
  20. Profile of Anfinsen
  21. The Christian B. Anfinsen Papers. National Institutes of Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-10-30. ციტირების თარიღი: 2009-08-23.
  22. Obituary:Christian Anfinsen (independent.co.uk)