კრიალოსანა (ლათ. Hedysarum) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები და ბუჩქბალახებია. მტევნისებრ ყვავილედებში თავმოყრილია მეტწილად ვარდისფერი, მეწამული და იისფერი ყვავილები. ნაყოფი კრიალოსნისებური პარკია.

კრიალოსანა
Illustration Hedysarum hedisaroides0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hedysarum

150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ, იშვიათად არქტიკული ჰავის პირობებში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 7 სახეობა. იზრდება მთისწინეთიდან ალპურ სარტყლამდე — მეჩხერ ტყესა და ველზე, ტყის სარტყლის ველობებზე, ალპურ და სუბალპურ მდელოებზე, უფრო მეტად მშრალ ქვიან ფერდობებსა და მერგელურ ჩამონაზვავებზე.

საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კავკასიური კრიალოსანა (ლათ. Hedysarum caucasicum).

ლიტერატურარედაქტირება