კრეკინგი

ნავთობისა და მისი ფრაქციების გადამუშავება

კრეკინგი (ინგლ. cracking, crack – გახლეჩა) — ნავთობისა და მისი ფრაქციების გადამუშავება, რომელსაც თან ახლავს მძიმე ნახშირწყალბადების გახლეჩა, აგრეთვე იზომერიზაცია და ახალი მოლეკულების სინთეზი ციკლიზაციის, პოლიმერიზაციის და კონდენსაციის შედეგად. კრეკინგი ძრავას საწვავის (კერძოდ, ბენზინის) და ქიმიური ნედლეულის მიღების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია.

ვლადიმერ შუხოვის კრეკინგის ქარხანა ბაქოში 1934 წელს.

განასხვავებენ თერმულ და კატალიზურ კრეკინგს.

თერმული კრეკინგი

რედაქტირება

თერმული კრეკინგის დროს მიმდინარე დაშლის რეაქციები მიმდინარეობენ თავისუფალ რადიკალური მექანიზმით. 470-540°C ტემპერატურისა და 40-60 ატმოსფერული წნევისას მიმდინარე თერმული კრეკინგით მიღებული პროდუქტები შეიცავს ბევრ უჯერ ნახშირწყალბადს, რომელთა შემცველი ბენზინი საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას. 500-600°C და დაბალი (რამდენიმე ატ) წნევის დროს მიმდინარე თერმული კრეკინგით, რომელსაც კოქსვასაც უწოდებენ, მძიმე პროდუქტებს (მაგ., გუდრონს) გარდაქმნიან უფრო მსუბუქ პროდუქტებად (გამოსავალი 60-70%), რომელთაგან შემდგომ ღებულობენ ძრავას საწვავს, აგრეთვე კოქსს (20%). კრეკინგის, რომელიც მიმდინარეობს 650-750°C-ზე და დაბალი წნევისას, უწოდებენ აგრეთვე პიროლიზსს, რომლის დროსაც მიირება 50%-მდე უჯერი ნახშირწყალბადების შემცველი აირი და არომატული ნაერთები.

კატალიზური კრეკინგი

რედაქტირება

კატალიზური კრეკინგით ძირითადად ღებულობენ ბენზინისა და ნავთგაზოილის ფრაქციებს. კატალიზური კრეკინგის პროცესი თერმულზე უფრო სწრაფია, ამასთან გარდაქმნის პროდუქტებში ბევრია ნაჯერი ნახშირწყალბადი, რის გამოც მიღებული ბენზინი მაღალხარისხოვანია. ფართოდ გავრცელებულია კატალიზური კრეკინგი წყალბადის მონაწილეობით, ე.წ. ჰიდროკრეკინგი, რის შედეგად მიირება მაღალხარისხოვანი ძრავას საწვავი. ცნობილია აგრეთვე ჟანგვითი და ელექტროკრეკინგები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება