კოქციოდიოზიცხოველთა (იშვიათად ადამიანის) დაავადება, რომელიც ვითარდება ნაწლავის უჯრედებში ერთუჯრედიანი პარაზიტული ცხოველების — კოქციდიების შეჭრის შედეგად. ავადდება მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, შინაური ფრინველი (ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი), მტკნარი და ზღვის წყლის თევზი, აგრეთვე გარეული ძუძმწოვრები და ფრინველები. გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ჩვეულებრივ დაავადება თავს იჩენს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. დაავადების წყაროა ოოცისტებით დაბინძურებული ბალახი, თივა, ნიადაგი, საფრინველეებსა და გალიებში საფენი, სასმელი წყალი. დაავადების დამახასიათებელი ნიშნებია ცხოველთა მოდუნება, მადის დაკარგვა, სიგამხდრე, ფაღარათი, ზოგჯერ ვითარდება დამბლა, ცალკეული კუნთების კანკალი და სხვა. დაავადებულ ცხოველებს ჯერ აცალკევებენ, შემდეგ მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის გამოიყენებენ სხვადასხვა კონციდიოსტატიკურ აპარატებს, ასევე აუმჯობესებენ კვების პირობებს.

ლიტერატურა

რედაქტირება