კოტრანა (ლათ. Crambe) — ერთწლოვან ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ცნობილია 20-25 სახეობა.

კოტრანა
Crambe maritima
Crambe maritima
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  კოტრანა
ლათინური სახელი
Crambe

გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. ბალტიისპირეთში, კავკასიასა და შუა აზიაში 18-20 სახეობაა, კერძოდ, საქართველოში — 3. კოტრანა იზრდება ველებსა და ნახევრად უდაბნოებში, მშრალი მთის კალთებსა და ჩამონაზვავებზე, კლდეებსა და ზღვისპირა ქვიშაზე. ზღვისპირული კოტრანა ანუ ზღვის კომბოსტო (ლათ. Crambe maritima) საკმაოდ გავრცელებული სახეობაა. მის გაზაფხულის ფოთლის ყუნწებს მხალად ხმარობენ, ზოგჯერ მოჰყავთ კიდეც, როგორც ბოსტნეული კულტურები.

ლიტერატურა

რედაქტირება