კოსტუმბრიზმი (ესპ. costumbrismo < comstrumbre — ზნე, ჩვეულება) — XIX საუკუნის მიმდინარეობა. ესპანურ და ლათინო ამერიკის ესპანურენოვან ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში. ემყარებოდა რეალისტური ასახვის პრინციპებს და გამოხატავდა ეროვნული თვითშეგნების აღმავლობას ხალხთან ყოფის თავისებურებას. აიდეალებდა პატრიარქალურ ზნე-ჩვეულებებს. ლიტერატურაში კოსტუმბრიზმმა გავრცელება პოვა უმეტესად ნარკვევის ჟანრში, აგრეთვე დრამატურგიაში, პოეზიასა და რომანში. კოსტუმბრიზმის წარმომადგენლები ესპანეთში იყვნენ: რ. მესონერო რომანოსი, მ. ხ. დე ლარა, ს. ესტევანეს კალდერონი და სხვა. ჩილეში — ხ. ხ. ვალიესო, კოლუმბიაში — ხ. დე დიოს რესტრეპო, ტ. კარასკილია, პერუში — ფ. პარდო, მექსიკაში — მ. პაინო და სხვა. კოსტუმბრიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლათინო-ამერიკული ქვეყნის გრაფიკასა და სახვით ხელოვნებაში. მისი ესთეტიკური პრინციპია ბუნების დოკუმენტურად ასახვა, ხალხის ცხოვრების თავისებურებათა ეთნოგრაფიული სიზუსტით გადმოცემა, მშრომელთა ყოფის იდეალური სურათების შექმნა. კოსტუმბრისტების მნიშვნელოვანი სკოლა ჩამოყალიბდა კუბაზე (ვ. პ. დე ლანდალუსე, ფ. მიალე). კოსტუმბრიზმი განვითარდა აგრეთვე კოლუმბიაში (რ. ტორეს მენდესი), არგენტინაში (კ. მორელი), ურუგვაიში (ხ. მ. ბესნეს, ი. ირიგოიენი), ჩილეში (მ. ა. კარო), მექსიკასა (ხ. ა. არიეტა, 18021879) და სხვა ქვეყნებში.

ლიტერატურა

რედაქტირება