კორცხელის მღვიმე
მღვიმე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
კორცხელის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორცხელის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ნეოგენურ ქვიშაქვებში. სუბჰორიზონტალურ ფსკერიანი დერეფნული ტიპის გამჭოლი მღვიმე. კორცხელის მღვიმეს საშუალო სიმაღლე 3 მ, ჯამური სიგრძე — 790 მ. ჰაერის ტემპერატურა 14-15 °C (ივლისი, 1966). გადის ნაკადული.
კორცხელის მღვიმე | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′37″ ჩ. გ. 41°57′01″ ა. გ. / 42.5604611° ჩ. გ. 41.9503111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 150 მ |
სიგრძე | 790 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 682.