კონ იუ

სამხრეთ კორეელი მსახიობი

კონ ჯი ჩჰოლი, ცნობილი როგორც კონ იუ (კორ. 공지철, დ.10 ივლისი, 1979, პუსანი, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მსახიობი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალებით „პირველი კაფე „პრინცი““, „გობლინი“ და ფილმებით მატარებელი პუსანისკენ და საიდუმლო აგენტი (2016).

კონ ჯი ჩოლი
მშობლიური სახელი კორ. 공지철
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1979 (1979-07-10) (45 წლის)
პუსანი, სამხრეთი კორეა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001-დან დღემდე

მისი ფსევდონიმი შედგება მამის გვარისგან კონ (კორ. ) და დედის გვარისგან იუ (კორ. ).[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონ იუმ სასკოლო განათლება პუსანში მიიღო. ნაკმინის დაწყებითი სკოლა 1992 წელს დაამთავრა, ნესუნის საშუალო სკოლა 1995-ში, ხოლო მაღალი საფეხურები დონინის სკოლაში 1998 წელს დაასრულა. უმაღლესი განათლება კიონჰის უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალიზაციით „თეატრი“ ბაკალავრის ხარისხი 2000 წელს მიენიჭა.[2] იმავე სასწავლებელში 2005 წელს მიიღო მაგისტრის წოდება სამსახიობო ოსტატობაში.

2000 წელს კონ იუმ კარიერა დაიწყო საკაბელო ტელევიზიაში და მიჰყავდა პრგორამა Mnet, ხოლო 2001-ში შედგა მისი დებიუტი, დორამაში „სკოლა 4“. ამის შემდეგ ითამაშა რამდენიმე ეპიზოდური როლი დორამებსა და ფილმებში. 2004 წელს იყო პროგრამა Music Camp-ის წამყვანი.

მსახიობმა თავისი პირველი მთავარი როლი 2005 წელს მიიღო, ტელესერიალში „ჩემი საყვარელი მასწავლებელი“ კონ ჰე ჯინთან ერთად.[3] შემდეგი იყო რომანტიკული მელოდრამა „ერთი მშვენიერი დღე“ (2006).

2007 წელს კონ იუ დაამტკიცეს მთავარ როლზე რომანტიკულ კომედიაში „პირველი კაფე „პრინცი“,“ რომელიც მისი კარიერის განმტკიცების მიზეზად იქცა.[4] დორამის პოპულარობამ არა მხოლოდ მის კარიერაზე იმოქმედა დადებითად, არამედ იგი კორეული ტალღის ვარსკვლავად აქცია.

2008 წლის 14 იანვარს თავისი წარმატებულობის პიკში კონ იუ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რომელიც 2009 წლის 9 დეკემბერს დაასრულა.[5] პირველი რვა თვის განმავლობაში ის ჩჰორვონის წინა ხაზებში მსახურობდა, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებაში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა. 3 ნოემბრიდან კი ის ჯარის რადიოში დიჯეიც იყო.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კონ იუ თამაშობდა რომანტიკულ კომედიაში „ბედის ბატონის ძიება“ (2010). პარალელურას ის მუშაობდა კონ ჯი იონის რომანის მიხედვით შექმნილ ფილმზე „განსაცდელი“, რომელმაც მასზე დიდი გავლენა ჯერ კიდევ ჯარში ყოფნის პერიოდში მოახდინა. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი აღწერს ბავშვთა სახლებში არსებულ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. 2011 წლის 22 სექტემბერს გამოსულმა ფილმმა საზოგადოება შეძრა და ინციდენტთა თავიდან გამოძიებაც კი დაიწყო. საკანონმდებლო რეფორმის მოწოდება მივიდა ეროვნულ კრებამდე, სადაც 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს წარმატებით მიიღეს კანონპროექტი არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ. კანონპროექტს ეწოდა „დოგანის კანონი“ ფილმის კორეული სახელწოდების მიხედვით.

2014 წლის 7 ივლისს ის, მსახიობ ჰა ჯი ვონთან ერთად დასახელდა ეროვნული შემოსავლების სამსახურის ელჩად, როგორც სანიმუშო გადასახადების გადამხდელი.

 
კონ იუ 2018 წელს

კონ იუს ერთ-ერთი გამორჩეული სერიალია გობლინი (2016),[6] რომელშიც ასრულებს მთავარ როლს კიმ გო ინთან ერთად. აღნიშნულმა დორამამ მას Baeksang Awards-ის ორმოცდამეცამეტე ცერემონიაზე საუკეთესო მსახიობის ჯილდოც მოუტანა. გამოსვლისას სერიალი ყველაზე პოპულარულ დორამებს შორის მესამე ადგილს იკავებდა, 2020 წლისთვის კი მეხუთეს. მიუხედავად კორეული კულტურის პოპულარიზების აკრძალვისა, სერიალმა ჩინეთშიც დიდ წარმატებას მიაღწია და ბევრი მაყურებელი გაიჩინა. Sina Weibo-ზე მის შესახებ 420 ჩანაწერი იყო შექმნილი; Baidu-ზე კი ის ყველაზე მოთხოვნად მსახიობად იქნა მიჩნეული

2021 წელს ის ეპიზოდურ როლს თამაშობს Netflix-ის სერიალში „კალმარის თამაში“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Interesting Stories Behind The Stage Name Of These 5 Actors. kpopmap.com (2020-05-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-03. ციტირების თარიღი: 2021-11-12.
  2. 김희선·성유리·옥주현·공유·J-Walk·이선진…학사모 쓴 스타들 ko. Kyunghyang Shinmun (2005-03).
  3. SBS 새 수목드라마 '건빵선생과 별사탕' ko. Cine21 (2005-04-12).
  4. '만인의 연인'으로 사랑받는~ 공유 ko. The Dong-A Ilbo (2007-09-20).
  5. Gong Yoo to Leave For the Military Next Year. The Korea Times (2007-12-19).
  6. Gong Yoo to star in Kim Eun-sook fantasy drama. The Korea Times (2016-04-21).