კონტინენტი

(გადამისამართდა გვერდიდან კონტინენტები)

კონტინენტი, იგივე მატერიკიხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები).

ფერადი ანიმაცია — სხვადასხვა კონტინენტი და რეგიონი.

კონტინენტი მომდინარეობს ტერმინისაგან „Terre Continente“, რაც „უწყვეტ მიწას“ ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის რომელიმე კუთხეში მისვლა შესაძლებელია ზღვებისა და ოკეანეების გადაულახავად. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად. საზოგადოდ, გრენლანდია (2.175.600 კმ2) ითვლება ყველაზე დიდ კუნძულად, ხოლო ავსტრალია (7.686.589 კმ2) ყველაზე მცირე კონტინენტად.

მატერიკი

რედაქტირება

მატერიკი მომდინარეობს რუსული სიტყვისაგან матёрный, რაც ქართულად ითარგმნება როგორც მყარი, მაგარი, დიდი. ქართულ სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურაში რუსულიდან შემოსული ეს სიტყვა ადრე კონტინენტის სინონიმად იხმარებოდა.

  • მატერიკი (მატერიკისა)გეოგრ. ხმელეთის დიდი ფართობი, გარემოცული ზღვებითა და ოკეანეებით, კონტინენტი. აზიის მატერიკი. (ქეგლი, 5-ე ტომი, გვ. 89)
  • Материк ნიადაგი მიწისა, უძრავი, უშლელი. (ნიკო ჩუბინაშვილი: I ტომი, გვ. 513, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1977)
    • Материк 1. კონტინენტი. (...) (2. გეოლ. იგივეა, რაც подпочва.) (რუსულ-ქართული ლექსიკონი, გვ.304, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1983)

კონტინენტების რიცხვი

რედაქტირება

სხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რიცხვს სხვადასხვაგვარად მიიჩნევენ, ასე მაგალითად:

გეოლოგიური მოდელი

რედაქტირება

გეოლოგიურად დედამიწის ზედაპირი რამდენიმე ტექტონიკური პლატფორმისაგან შედგება. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში არსებობს 6 ასეთი კონტინენტური პლატფორმა, რომლებიც გვაძლევს გეოლოგიურად აღიარებულ 6 კონტინენტს, რომელიც არ ემთხვევა ზემოთ განხილულ არც ერთ მოდელს. ეს დაყოფა ასეთია:

  1. ევრაზია
  2. აფრიკა
  3. ჩრდილოეთი ამერიკა
  4. სამხრეთი ამერიკა
  5. ანტარქტიდა
  6. ავსტრალია

კონტინენტების შედარებითი ცხრილი

რედაქტირება
 
ფართობის და მოსახლეობის შეფარდება.

ცხრილი აჩვენებს კონტინენტების და მოსახლეობის რაოდენობას, 7 კონტინენტის პრინციპით. კონტინენტები დალაგებულია მათი ფართობის მიხედვით.[1]

კონტინენტი ფართობი (კმ²) მიწის ფართობის წილი
მთლიან მიწის ფართობში
მოსახლეობა მოსახლეობის წილი
მთლიან მოსახლეობაში
სიმჭირდოვე
კაცი
კმ²
ყველაზე მეტად დასახლებული
ქალაქი
აზია 43820000 29.5% 4,164,252,000 60% 95.0 შანხაი, ჩინეთი
აფრიკა 30370000 20.4% 1,022,234,000 15% 33.7 ლაგოსი, ნიგერია
ჩრდილოეთი ამერიკა 24490000 16.5% 542,056,000 8% 22.1 მეხიკო, მექსიკა
სამხრეთი ამერიკა 17840000 12.0% 392,555,000 6% 22.0 სან-პაულო, ბრაზილია
ანტარქტიკა 13720000 9.2% 4,490[2] 0% 0.0003 მაკ-მერდო, აშშ
ევროპა 10180000 6.8% 738,199,000 11% 72.5 მოსკოვი, რუსეთი[3]
ავსტრალია 9008500 5.9% 29,127,000 0.4% 3.2 სიდნეი, ავსტრალია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Total Population – Both Sexes".
  2. Non-permanent, varies. See also: Demographics of Antarctica. Antarctica დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine. . CIA World Factbook. March 2011 data. Retrieved December 24, 2011.
  3. Forbes проигнорировал Москву. www.irn.ru.