კონსტანცია მარკევიჩი
კონსტანცია მარკევიჩი (ინგლ. Constance Georgine Markievicz, დაბადებით გორ-ბუთი, ინგლ. Gore-Booth; დ. 4 თებერვალი, 1868, ლონდონი — გ. 15 ივლისი, 1927, დუბლინი) — ირლანდიელი სუფრაჟისტი, პარტია შინ ფეინისა და ფიანა ფაილის პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, სოციალისტი და ნაციონალისტი.
კონსტანცია მარკევიჩი | |
ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1918 – 1922 | |
ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1918 – 1927 | |
ირლანდიის შრომის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1919 – 1922 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ჯოზეფ მაკ-გრათი |
დაბადებული | 4 თებერვალი, 1868 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვლილი | 15 ივლისი, 1927 დუბლინი, ირლანდია |
პოლიტიკური პარტია | შინ ფეინი, ფიანა ფაილი |
მეუღლე | კაზიმირ მარკევიჩი |
შვილები | 1 |
დაიბადა მდიდარი, ირლანდიური წარმოშობის მიწისმფლობელის ოჯახში, ქალიშვილობაში ატარებდა გავრს გორ-ბუტი. სწავლობდ ასახვით ხელოვნებას ლონდონში, ამავე მიმართულებით 1898 წელს სწავლა გააგრძელა პარიზში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი ქმარი გრაფი კაზიმირ დუნიმ-მარკევიჩი. 1910-იანი წლებიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს ირლანდიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაშ, მხარს უჭერდა ქვეყნის დამოუკიდებლობას. 1916 წელს მონაწილეობა მიიღო აღდგომის აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს, ციხიდან გამოვიდა 1917 წელს.
1918 წელს იგი გახდა პირველი ქალბატონი, რომელიც აირჩიეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, მაგრამ მან ადგილი არ დაიკავა შინ ფეინის პოლიტიკის შესაბამისად, ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, მაგრამ მის მუშაობაში არ უნდა ჩარეულიყვნენ (თავად კონსტანცია კი კვლავ დააპატიმრეს). იგი შინ ფეინის სხვა წევრებთან ერთდ გახდა ირლანდიის პირველი დოილის (ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის) წევრი. იგი ასევე გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი ირლანდიის ისტორიაში, რომელსაც ეკავა მინისტრის თანამდებობა (1919-1922 წლებში იყო ირლანდიის რესპუბლიკის შრომის მინისტრი). ცხოვრების უკანასკნელ წლებში აგრძელებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონსტანცია ჯორჯინი დაიბადა 1868 წლის 4 თებერვალს ლონდონში. კონსტანცია იყო უფროსი შვილი პოლარეთის მკვლევრისა და მოგზაურის ჰენრი გორ-ბუთის ოჯახში. ირლანდიის შიმშილის დროს 1879-1880 წლებში ამარაგებდა უფასო სურსათით თავის არენდატორებს სლაიგოს საგრაფოში. მამის მაგალითმა კონსტანციას და მის დას ასწავლა ღარიბებისადმი თანაგრძნობა.
გორ-ბუტმა მიიღო გადაწყვეტილება ესწავლა მხატვრობა, მაგრამ ირლანდიაში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი სკოლა იყო, რომელსაც შეეძლო გოგონების მიღება, ამიტომ იგი სასწავლებლად ლონდონში გაამგზავრეს. სწორედ ამ დროს მიიღო კონსტანციამ თავისი პირველი პოლიტიკური გამოცდილება და შეუერთდა ფემინისტთა ეროვნულ კავშირში. შემდეგ იგი გაემგზავრა პარიზში რათა ესწავლა პრესტიჟლ ჟიულიანის აკადემიაში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი ქმარი კაზიმირ დუნინ-მარკევიჩი, მხატვარი მდიდარი პოლონური ოჯახიდან, რომლის სამფლობელოებიც მდებარეობდა ჩრდილოეთ უკრაინაში. ამ დროისათვის ის დაოჯახებული იყო, მაგრამ მისი ცოლი გარდაიცვალა 1899 წელს, ხოლო კონსტანციაზე დაქორწინდა 1900 წლის 29 სექტემბერს ლონდონში. 1901 წელს შეეძინათ პირველი შვილი.
მარკევიჩები ირლანდიაში ჩავიდნენ 1903 წელს. 1905 წელს კონსტანციამ დააარსა გაერთიანებული მსახიობების კლუბი. ამ პერიოდისათვის იგი რევოლუციურ პოლიტიკაში არ მონაწილეობდა, მაგრამ შეხვდა ისეთ პირებს როგორიცაა ირლანდიის მომავალი პირველი პრეზიდენტი, გელური ლიგის დამაარსებელი, დაგლას ჰაიდი. ფორმალურად ანტიპოლიტიკურმა გაერტიანებამ თავის გარშემო შემოიკრიბა პატრიოტები და მომავალი პოლიტიკური მოღვაწეები.
1908 წელს მარკევიჩმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიის ეროვნულ პოლიტიკაში. იგი გახდა შინ ფეინის პარტიის წევრი. 1909 წელს დააარსა ეროვნული გასამხედროებული სკაუტური ორგანიზაცია „ირლანდიის გმირი“, სადაც ბიჭებსა და გოგონებს ასწავლიდნენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.
პირველად გრაფინია მარკევიჩი ციხეში ჩასვეს 1911 წელს დემონსტრაციაზე გამოსვლის გამო, რომელიც ორგანიზებული იყო ირლანდიის რესპუბლიკელი საძმოს მიერ, რათა გაეპროტესტებინათ ჯორჯ V-ის ვიზიტი ირლანდიაში.
1913 წელს კაზიმირ მარკევიჩი წავიდა უკრაინაში და იქიდან აღრ დაბრუნებულა ირლანდიაში, გარდა 1927 წლისა, როდესაც იგი დაბრუნდა გარდაცვლილ მეუღლესთნ. კონსტანცია მონაწილეობდა აღდგომის აჯანყებაში, როგორც ირლანდიის სამოქალაქო არმიის წევრი. გრაფინია მარკევიჩი დააპატიმრეს და გამოკეტეს კილმენჰემის ციხეში. 1917 წელს გაათავისუფლეს აღდგომის აჯანყების ყველა მონაწილისადმი საერთო ამნისტიის გამოცხადების შედეგად. სწორედ ამ დროს მოინათლა გრაფინია მარკევიჩი კათოლიკედ.
1918 წელს გახდა ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის წევრი. ამ თვალსაზრისით იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში. თუმცა აბსტენციონიზმის პოლიტიკის გამო, მას არ დაუკავებია თავისი კუთვნილი ადგილი პალატაში. 1921 წელს ირლანდიის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს მეორედაც.
1919 წლის აპრილიდან 1922 წლის იანვრამდე კონსტანცია ირლანდიის შრომის მინისტრი იყო. პირველი და ერთადერთი ქალი მინისტრი ირლანდიაში 1979 წლამდე.
კონსტანცია მარკევიჩი გარდაიცვალა 1927 წლის 15 ივლისს 59 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Anne Marreco. The Rebel Countess: The Life and Times of Constance Markievicz. — 1967.
- Diana Norman. Terrible Beauty: A Life of Constance Markievicz, 1868—1927. — 1987.
- Anne Haverty. Constance Markievicz: Irish Revolutionary. — 1993.
- Joe McGowan. Constance Markievicz: The People’s Countess. — 2003.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Article on Constance Markievicz
- ‘Women, ideals and the nation’ speech available from the Digital Library@Villanova University
- Her speeches in the Treaty Debates
- Life As A Rebel & Co-Founder of The Irish Citizen's Army დაარქივებული 2020-08-13 საიტზე Wayback Machine.
- Countess Markievicz and Easter 1916 დაარქივებული 2017-01-21 საიტზე Wayback Machine.