კონსტანტინე ჩერნენკო

(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინ ჩერნენკო)

კონსტანტინე უსტინის ძე ჩერნენკო (რუს. Константин Устинович Черненко; დ. 24 სექტემბერი 1911, ბოლშაია ტესი, ციმბირი — გ. 10 მარტი 1985, მოსკოვი) — საბჭოთა პოლიტიკოსი და პარტიული მოღვაწე. 1984–1985 წლებში იყო სკკპ-ის გენერალური მდივანი. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე.

კონსტანტინე ჩერნენკო
დაბადების თარიღი 11 (24) სექტემბერი, 1911[1]
დაბადების ადგილი Bolshaya Tes[2]
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1985(1985-03-10)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [1] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[10]
მოქალაქეობა  სსრკ
განათლება Ion Creangă Pedagogical State University და სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა
ეროვნება უკრაინელები[11]
მეუღლე/ები Anna Chernenko
შვილ(ებ)ი Albert Chernenko
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, კარლ მარქსის ორდენი, Order of Klement Gottwald, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, Gold medal of Karl Marx, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, გიორგი დიმიტროვის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR", Hero of the People's Republic of Bulgaria, სუხე-ბატორის ორდენი და Order of the National Flag

1929-1930 წლებში ჩერნენკო იყო სრულიად საკავშირო ალკკ კრასნოიარსკის მხარის ნოვისელოვის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე. 1930 წელს წითელ არმიაში შევიდა მოხალისედ. 1931 წელს შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. 1933 წლამდე მსახურობდა სასაზღვრო ჯარში. 1941-1943 წლებში ჩერნენკო აირჩიეს კრასნოიარსკის სამხარეო ოლქის მდივნად. 1948 წელს გახდა მოლდავეთის კომპარტიის ცკ-ის პროპაგანდისა და აგიტაციის გამგე. 1960 წლიდან კ. უ. ჩერნენკო მუშაობდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსად. პარტიის XXIV ყრილობაზე, რომელიც გაიმართა 1971 წლის მარტში იგი აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. ხოლო 1976 წლის მარტში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ჩერნენკო აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად. 1978 წელს კი გახდა პოლიტბიუროს წევრი.

საბჭოთა კავშირის ლიდერი

რედაქტირება

ანდროპოვის გარდაცვალების შემდეგ ის 1984 წლის 13 თებერვალს გამართულმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის რიგგარეშე პლენუმმა კ. უ. ჩერნენკო აირჩია სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ჩერნენკო მაშინ იყო 72 წლის. მას არ აძლევდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაეტარებინა, რათა საბჭოთა სახელმწიფო ეხსნა სტაგნაციისაგან. ის ცდილობდა სისრულეში მოეყვანა სკკპ XXVI (1981) ყრილობის გადაწყვეტილებანი, ხორცი შეესხა რა მათთვის. კონსტანტინ ჩერნენკო მეტ ყურადღებას უთმობდა მასებში პარტიის იდეურ-აღმზრდელობითი და ორგანიზატორული მუშაობისა და მეთოდების სრულყოფას, სახალხო კონტროლის ორგანოების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სკოლის რეფორმის შემუშავებაში. 1984 წლის ოქტომბრის პლენუმზე წარმოთქმულ სიტყვაში შემდგომი განვითარება ჰპოვა პარტიის აგრარულმა პოლიტიკამ, განისაზღვრა სასურსათო პროგრამის შესრულების ამოცანები. ის ცდილობდა ბირთვული ომის თავიდან აცილებას, ამიტომაც მან დაიწყო ლენინური "მშვიდობიანი თანაარსებობის" პოლიტიკის გაგრძელება, რომლის მიზანიც იყო გამალებული შეიარაღების ალაგმვა. ამხანაგ ჩერნენკოს სახელს უკავშირდება აგრეთვე სტალინის რეაბილიტაციის ცდა. რაც შეეხება მის საგარეო პოლიტიკას, ერთადერთი, რაც მან 390 დღის განმავლობაში მოასწრო, ეს იყო ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის ბოიკოტი, მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტის საპირწონედ, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოებმა გამოუცხადეს. საერთოდ, ჩერნენკოს პოლიტიკა ანდროპოვის პოლიტიკასთან შედარებით არანაკლებ „რბილია“, მან თავისი წინამორბედის მიერ დაწყებული კორუფციასთან ბრძოლა გააგრძელა, კონსტანტინე ჩერნენკომ მოასწრო და ომი გამოუცხადა რუსულ როკ-მუსიკას, რომელიც თანდათან ამერიკული როკის სინთეზს განიცდიდა – ცეკას პირველი მდივნის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპარტიის პლენუმზე გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც იდეოლოგიური ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, განსაკუთრებით, კომკავშირის მუშაკებს, რომელთაც დაევალათ, „აღეკვეთათ“ ახალგაზრდობაში დასავლური მუსიკის გავლენა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ჩერნენკო გამორჩეული იყო სხვა საბჭოთა კავშირის ლიდერებისაგან იმით, რომ მან ყველაზე ხანმოკლე დროით მართა საბჭოთა ქვეყანა. 1985 წლის 10 მარტს 19 საათსა და 20 წუთზე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იცოცხლა 73 წელიწადი, ქვეყანას მართავდა დაახლოებით 390 დღე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 98.
  • Чазов Е., «Хоровод смертей. Брежнев, Андропов, Черненко…», Алгоритм, 2014 г.
  1. 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  2. Черненко Константин Устинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Encyclopædia Britannica
  4. SNAC — 2010.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. TracesOfWar
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Munzinger Personen
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #118638300 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Українська Вікіпедія — 2004.