კონსტანტინე ჭიჭინაძე (გეოლოგი)
1913-1941 Geologist.
კონსტანტინე ჭიჭინაძე (დ. 18 მაისი, 1913, ყიზლარი, დაღესტანი — გ. 1941, თბილისი) — ქართველი გეოლოგ-მინერალოგი, გეოლოგ-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1940).
ბიოგრაფია
რედაქტირება1937 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1940 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის ფერადი ლითონების საძიებო ტრესტში, აგრეთვე საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში. არის საქართველოს ტერიტორიის მეტალოგენიური კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იკვლევდა რაჭისა და სვანეთის სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავრიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 403.