კონსტანტინე ფანიევი

კონსტანტინე ფანიევი (დ. 1890, გორი — გ. უცნობია) — იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

კონსტანტინე ფანიევი
დაბ. თარიღი 1890
დაბ. ადგილი გორი
გარდ. თარიღი არაუადრეს 1937
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე ფანიევი დაიბადა 1890 წელს, გორში. 1915 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი ნაფიცი ვექილის პროფესიით.

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-1913 წწ. პოლიტიკური საბაბით - რსდმპ "ბოლშევიკების" ფრაქციის მოსკოვის ორგანიზაციის წევრობის გამო გადასახლებული იყო ვოლოგდის გუბერნიაში. 1915 წლიდან 1918 წლის აპრილამდე მუშაობდა მოსკოვში, სრულიად რუსეთის ერობების და ქალაქთა კავშირების არმიის მომარაგების კომიტეტში განყოფილების გამგედ. 1918 წლის ივნისიდან არჩეული იყო სოხუმის ქალაქის გამგეობის წევრად. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. 1919 წლის თებერვლიდან იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის აპრილიდან ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს მომარაგების საბჭოს თავმჯდომარედ, 19 ივნისიდან საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის საქმეთა მმართველად. 1937 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") მიუსაჯა 10 წლით გადასახლება შრომა-გასწორების კოლონიაში. შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 386.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება