კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მდინარეები
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს აფრიკაში სიდიდით მეორე მდინარე — კონგო. მდინარე კონგოს მთელი სისტემა ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მდინარის სისტემად. წყლის რაოდენობის თვალსაზრისით, რომელიც მიედინება მის აუზში, იგი მეორე მდინარეა ამაზონის შემდეგ — წყლის ხარჯით დაახლოებით 42 ათასი მ³/წმ. მდინარის აუზის ფართობი შეადგენს 3,7 მილიონ კმ²-ს, რომელიც ასევე მოიცავს ქვეყნის გარეთ არსებულ ტერიტორიებს. მდინარის სიგრძეა 4700 კმ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სიგრძის მიხედვით მეცამეტე ადგილზეა მსოფლიოში. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს მისი მთლიანი აუზის 90 %.
მდინარე კონგოს აუზის ყველაზე დიდი შენაკადები:
მარჯვენა შენაკადები:
მარცხენა შენაკადები:
მდინარე კონგოს სანაოსნო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 13,5 ათას კმ-ს. მდინარე კონგოს ზედა დინებაში, რომელსაც ლუალაბა ეწოდება, მდებარეობს ბოიომის ჩანჩქერი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მიტუმბის მთების ყველაზე მაღალ მწვერვალებთან გადის წყალგამყოფი მდინარე კონგოსა და მდინარე ნილოსის აუზებს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Forbath, Peter. The River Congo: The Discovery, Exploration and Exploitation of the World's Most Dramatic River. New York: E. P. Dutton, 1979. ISBN 0-525-47573-7