კომუნისტური ტერორიზმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მემარცხენე ტერორიზმი — სხვადასხვა მემარცხენე ხასიათის დოქტრინებზე (მარქსიზმი, ლენინიზმი, ტროცკიზმი, კასტროიზმი, და ა.შ) დაყრდნობილი ტერორიზმის ნაირსახეობა. მემარცხენე ტერორისტების სამიზნეს, როგორც წესი, წარმოადგენენ ბიზნესმენები, სახელმწიფო მოხელეები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ასეთი ყაიდის ტერორისტები ქმნიან იატაკქვეშა შეიარაღებულ ორგანიზაციებს, რომლების საერთაშორისო დონეზე საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებენ. როგორც წესი, მემარცხენე ტერორიზმი აქტიურდება ქვეყნის შიგნით რაიმე კრიზისის გამწვავების დროს. ცივი ომის პერიოდში მემარცხენე ტერორისტები ზოგიერთი სოციალისტური ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

მემარცხენე ტერორიზმის საქმიანობის ეტაპები

რედაქტირება

გამოყოფენ მემარცხენე ტერორიზმის საქმიანობის რამდენიმე ეტაპს:

  1. მემარცხენე ტერორიზმის ჩასახვა ლათინურ ამერიკაში. მისი მიზანი იყო შეიარაღებული ბრძოლის გზით ანტიიმპერიალისტური და სოციალისტური რევოლუციების ორგანიზება;
  2. 1960–იანი წლების დასაწყისიდან მემარცხენე ტერორიზმის აღმავლობა დასავლეთ ევროპაში;
  3. 1970–იან წლებში ტერორისტთა პირველი თაობის შეცვლა ახალი უფრო აგრესიული ხელმძღვანელობით. მათი უმრავლესობა ამ გზას დაადგა მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ძალაუფლებისა და ფულისთვის ბრძოლა მათ სოციალურ მიზნებს, იდეებსა და ლოზუნგებს ამოფარებულებმა დაიწყეს.
  4. 1980–იან წლებში აქტიური ბრძოლის დაწყება ნატო–ს წინააღმდეგ. სამიზნედ ამოიღეს სამხედრო ობიექტები, იარაღის მწარმოებელი საწარმოები და სამხედრო მაღალჩინოსნები. გაიზარდა საქმიანობის საერთაშორისო კოორდინაცია. გამოჩნდნენ დაქირავებული პროფესიონალები, რომლებიც იყენებდნენ ყველაზე თანამედროვე იარაღს და ტექნიკურ საშუალებებს. ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად კარგი ანაზღაურების ფასად. თავად ტერორისტები ტერაქტებში იშვიათად მონაწილეობდნენ.
  5. იწყება მემარცხენე ტერორიზმის რეგრესი ევროპაში, სოციალიზმისა და მარქსიზმის სრული დისკრედიტაციის ფონზე.

მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციები

რედაქტირება

ევროპაში რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებდა. გერმანიაში — წითელი არმიის ფრაქცია, იტალიაში — წითელი ბრიგადები, 22 მარტი, 22 ოქტომბერი, მესამე პოზიცია, საფრანგეთში — პირდაპირი მოქმედება, საბერძნეთში — რევოლუციური ორგანიზაცია 17 ნოემბერი. მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებდნენ ევროპის ფარგლებს გარეთაც. იაპონიაში 1969 წელს ჩამოყალიბდა იაპონიის წითელი არმია, ხოლო იმავე ხანებში აშშ–ში გაერთიანებული განმათავისუფლებელი არმია.

მემარცხენე ტერორიზმის გააქტიურება ევროპაში

რედაქტირება

მემარცხენე ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გააქტიურება იწყეს 1960-იან წლებში.

მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი

რედაქტირება

როდესაც ევროპაში მემარცხენე ტერორისტების გააქტიურების პარალელურად მათი დაფინანსების წყაროების საკითხი დაისვა, ბევრმა ხელი საბჭოთა კავშირისკენ გაიშვირა, რომელიც აშკარად დაინტერესებული იყო დემოკრატიულ ქვეყნებში მდგომარეობის დესტაბილიზაციით. საფრანგეთში ტერორისტული აქტების ორგანიზატორებად კუბას, ალჟირს, ლიბიას, ირანს, უგანდას, სამხრეთ იემენს ასახელებდნენ, რომელთა ზურგს უკან საბჭოთა კავშირი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იდგნენ.

აშშ აცხადებდა, რომ ტერორისტები რუსულ იარაღს იყენებდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაციები რუსი აგენტების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა. საბჭოთა კავშირს ეს, ალბათ, მართლაც ხელს აძლევდა. მას საკმაოდ არაკონსტრუქციული პოზიცია ეკავა პალესტინის კონფლიქტის მიმართ. ის არასოდეს უწოდებდა პალესტინელებს ტერორისტებს და თანაც მათ აქტიურად ეხმარებოდა. ევროპაში მიმდინარე ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას საბჭოთა კავშირი აშკარად უჭერდა მხარს და ამ მოძრაობის ლიდერებად საბჭოთა კავშირს არ აცხადებდა.

საბჭოთა კავშირის გარდა, დასავლეთ ევროპის მემარცხენე ტერორისტულ ორგანიზაციებს მჭოდრო კავშირი ჰქონდათ არაბ ტერორისტებთან. ისინი მომზადებას გადიოდნენ აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზაზე. იყო ინფორმაცია, რომ მათ საბჭოთა ინსტრუქტორები წვრთნიდნენ.

მემარცხენე ტერორიზმის შესუსტების მიზეზები 1990-იან წლებში

რედაქტირება

1990-იან წლებში დაიწყო მემარცხენე ტერორისტული მოძრაობის შესუსტების ხანა. ამის გამომწვევ მიზეზებად ასახელებენ სოციალიზმისა და მარქსიზმის იდეების სრულ დისკრედიტაციას, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის დაშლას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ დასავლეთზე ორიენტაციის შეცვლას, საბჭთა კავშირის დაშლას, ცივი ომის დასრულებას და მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Atkins, Stephen E. Encyclopedia of modern worldwide extremists and extremist groups. Westport, CT: Greenwood Publishing Group, 2004. ISBN 0-313-32485-9
  • Aubrey, Stefan M. The new dimension of international terrorism. Zurich: vdf Hochschulverlag AG, 2004. ISBN 3-7281-2949-6
  • Brockhoff, Sarah, Krieger, Tim and Meierrieks, Daniel, "Looking Back on Anger: Explaining the Social Origins of Left-Wing and Nationalist Separatist Terrorism in Western Europe, 1970-2007" (2012). APSA 2012 Annual Meeting Paper. Available at SSRN: http://ssrn.com/abstract=2107193
  • Bush, George (task force). Terrorist Group Profiles. DIANE Publishing, 1989. ISBN 1-56806-864-6
  • Kushner, Harvey W. Encyclopedia of terrorism. London: Sage Publications Ltd., 2003. ISBN 0-7619-2408-6
  • Moghadam, Assaf. The roots of terrorism. New York: Infobase Publishing, 2006. ISBN 0-7910-8307-1
  • Pluchinsky, Dennis A. "Western Europes's red terrorists: the fighting communist organizations". In Yonah Alexander and Dennis A. Pluchinsky (Eds.), Europe's red terrorists: the fighting communist organizations. Oxford: Frank Cass and Company, 1992. ISBN 978-0-7146-3488-3
  • Smith, Brent L. Terrorism in America: pipe bombs and pipe dreams. Albany: SUNY Press, 1994 ISBN 0-7914-1760-3