ისმაილ სამანის პიკი

(გადამისამართდა გვერდიდან კომუნიზმის პიკი)

ისმაილ სამანის პიკი (1932-1962 წლებში სტალინის პიკი; 1962-1998 წლებში კომუნიზმის პიკი; 1998 წლის შემდეგ ისმაილ სამანის პიკი) — მწვერვალი პამირში, მეცნიერებათა აკადემიის ქედზე. ტაჯიკეთის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 7495 მ. კალთები უმეტესწილად შემოსილია ფირნისა და ყინულის მძლავრი საფრით, რომელთა საერთო ფართობია 136 კმ². დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით განლაგებულია პამირის ფირნული პლატო (12X3 კმ). ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ვრცელდება ფორტამბეკის, მოსკვინის, ბივაჩნისა და სხვ. მსხვილი მყინვარები. მწვერვალი პირველად დაიპყრო საბჭოთა ალპინისტმა ევგენი აბალაკოვმა 1933 წლის 9 სექტემბერს. ასვლის დროს დაიღუპა ექსპედიციის ორი წევრი. ასვლა განხორციელდა აღმოსავლეთი მხრიდან. 1986 წლის თებერვალს შესრულდა პირველი ასვლა ზამთარში; მძიმე ბუნებრივი პირობების მიუხედავად, ალპინისტებმა დაიპყრეს მწვერვალი. ყველაზე ურთულესი მარშრუტი გადის სამხრეთ-დასავლეთ კედელზე, ბელიაევის მყინვარიდან. მწვერვალმა ამჟამინდელი სახელი მიიღო სამანიდების დინასტიის ემირის — ისმაილ სამანის (849-907) პატივსაცემად.

ისმაილ სამანის პიკი
ისმაილ სამანის პიკი
ისმაილ სამანის პიკი
კოორდინატები: 38°55′ ჩ. გ. 72°01′ ა. გ. / 38.917° ჩ. გ. 72.017° ა. გ. / 38.917; 72.017
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
სიმაღლე 7495 
ქედი მეცნიერებათა აკადემიის ქედი
პირველი ასვლა 1933 წლის 9 სექტემბერი
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკევგენი აბალაკოვი
ისმაილ სამანის პიკი — ტაჯიკეთი
ისმაილ სამანის პიკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება