კომის უღრანი ტყეები

კომის უღრანი ტყეები (რუს. Девственные леса Коми) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნებრივი ძეგლი რუსეთში, ჩრდილოეთ ურალის მთებზე, კომის რესპუბლიკაში. ტყის მასივის ფართობი 32 800 კმ²-ია და ევროპის ყველაზე დიდ უღრან ტყეს წარმოადგენს.

კომის უღრანი ტყეები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 65°04′00″ ჩ. გ. 60°09′00″ ა. გ. / 65.06667° ჩ. გ. 60.15000° ა. გ. / 65.06667; 60.15000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 719
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

რუსეთი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 719
ინგლ.რუს.ფრ.

კომის ტყეები ურალის მთების ტაიგის ეკორეგიონს მიეკუთვნება. აქ გავრცელებული ხის ძირითადი ჯიშებია ციმბირული ნაძვი, ციმბირული სოჭი და ციმბირული ლარიქსი, ხოლო ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვრები ჩრდილოეთის ირემი, სიასამური, წაულა და კურდღელი. ტერიტორია შედის რუსეთის პეჩორა-ილიჩის ბუნებრივ ნაკრძალისა და იუგიდ-ვას ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი ტერიტორიამ 1995 წელს მიიღო და გახდა ამ სტატუსის მატარებელი პირველი ძეგლი რუსეთიდან. სწორედ ამ დრომდე, იუგიდ-ვას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მთავარ უპირატესობას ოქროს მოპოვება წარმოადგენდა.

მიუხედავად მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებისა, კომის რესპუბლიკის მთავრობა დღემდე ვერ ვერ ეგუება რეგიონში ოქროს მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტას და ამ საქმიანობის გაგრძელების მიზნით, ცდილობს ოქროთი მდიდარი არეალი დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოაქციოს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება