კომბოსტოს თეთრი ლაქიანობა
კომბოსტოს თეთრი ლაქიანობა — კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენლების დაავადება.[1] განსაკუთრებით საყურადღებოა კომბოსტო (თავიანი, ბროკოლი, ყვავილოვანი). იწვევს ოომიცეტი Albugo candida. ადრეული სიმპტომებია მცირე ზომის რელიეფური თეთრი ან კრემისფერი ბალიშაკები, რომელთა დიამეტრიც შეადგენს 2–3 მილიმეტრს და რომლებიც წარმოიქმნება ფოთლებსა და ღეროებზე ეპიდერმისის ქვეშ. ეპიდერმისი, რომელიც ფარავს დაზიანებებს, მალევე სკდება და გამოყოფს თეთრ ფხვნილისებრ სოკოვან სტრუქტურებს (სპორანგიუმებს). დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს უფრო დიდი ზომის დაზიანებები, რომელთა დიამეტრიც 2–3 სმ-ს აღწევს. მწვავედ დაინფიცირებული ფოთლები ხმება და იღუპება. გარკვეული დროის შემდეგ უფრო ძველი დაზიანებები შესაძლოა დალპეს და გაყავისფრდეს. დაინფიცირებული ყვავილედების ღეროები დეფორმაციას განიცდის. ყვავილედების ყუნწები სქელდება და მათი ბოლოები იგრიხება.[2]
ბრძოლის ღონისძიებები: თესლბრუნვა, კვლების გამარგვლა, გამოხშირვა,[1] კულტურათა მონაცვლეობა (კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენლების წარმოება საჭიროა ყოველი 3 (მინიმუმ 2) წლის მონაცვლეობით), ნაკვეთიდან დაინფიცირებული მცენარეული ნარჩენების მოცილება და განადგურება, ღრმად მოხვნა, რათა დაიმარხოს დაინფიცირებული მცენარეული ნარჩენები, დაავადებისადმი გამძლე ჯიშების გამოყენება, ეფექტიანი ფუნგიციდების დროული გამოყენება.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების დაცვა გვ. 24. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
- ↑ 2.0 2.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.