კოლგუევი (რუს. Колгуев, ნენ. Холӈгов) — კუნძული ბერენცის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში (ნენთა ავტონომიური ოკრუგი). მდებარეობს კონტინენტიდან 80 კმ-ში. ფართობი დაახლ. 5,2 ათ. კმ², სიგრძე დაახლ. 90 კმ, სიგანე დაახლ. 60 კმ. სიმაღლე 173 მეტრამდე (მთა პაარკოვ-სარლოპი). სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ქვიშის ცელები — ტონკიე-კოშკი და ვოსტოჩნიე-კოშკი. ჭარბობს ბორცვიან-მორენული რელიეფი; ცენტრალურ ნაწილში კარგადაა შემონახული თოვლნარით გამომუშავებული ცალკეული სერები და ბორცვები. მრავლადაა ტბები (უდიდესი — პესჩანოე) და ჭაობები, პატარა მდინარეები და ნაკადულები. კლიმატი — ზომიერი კონტინენტური, ცივი, ზღვიურის თვისებებით. ყველაზე ცივი თვის (მარტი) საშუალო ტემპერატურაა 14 °С, ყველაზე თბილისა (აგვისტო) — 9 °С. ნალექები დაახლ. 350 მმ წელიწადში. დამახასიათებელია ევროპის არქტიკული ხავს-ლიქენიანი ტუნდრა, სამხრეთში — ბუჩქნარიანი ტუნდა. განვითარებულია მეირმეობა, თევზჭერა, ნადირობა და ბეწვის სარეწი. ნავთობის მოვოპება. დასახლებული პუნქტებია ბუგრინო და სევერნი. კუნძულის სახელი XVI–XVII საუკუნეების რუკებზე გვხვდება.

კოლგუევი
მშობ. სახელი: Колгуев
გეოგრაფია
მდებარეობა ბარენცის ზღვა
კოორდინატები 69°01′09″ ჩ. გ. 49°21′46″ ა. გ. / 69.01917° ჩ. გ. 49.36278° ა. გ. / 69.01917; 49.36278
ფართობი 5200 კმ²
სიგრძე 90 კმ
სიგანე 60 კმ
უმაღლესი წერტილი 173 მ
პაარკოვ-სარლოპი
ფედერაციის სუბიექტი არხანგელსკის ოლქი
ავტონომიური ოკრუგი ნენთა
დემოგრაფია
მოსახლეობა 436 (2011)
ეთნიკური ჯგუფები ნენები, რუსები
კოლგუევი — რუსეთი
კოლგუევი

ლიტერატურა

რედაქტირება