კოზმოდემიანსკი
კოზმოდემიანსკი (რუს. Козьмодемьянск) — ქალაქი რუსეთში. მარი-ელის რესპუბლიკის მთიანი მარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 20 505 კაცი. ქალაქის სტატუსი აქვს 1781 წლიდან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კოზმოდემიანსკი Козьмодемьянск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | მარი-ელი | ||||
მუნიციპალიტეტი | კოზმოდემიანსკი | ||||
კოორდინატები | 56°20′00″ ჩ. გ. 46°34′00″ ა. გ. / 56.33333° ჩ. გ. 46.56667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1583 | ||||
ადრეული სახელები | ჩეკური, ზვენიჟშკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1781 | ||||
ფართობი | 13,41 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 110 მ | ||||
კლიმატის ტიპი | ზომიერად კონტინენტალური | ||||
ოფიციალური ენა | მარიული ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 20 505 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 1529,08 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 83632 | ||||
საფოსტო ინდექსი | 425350 | ||||
საავტომობილო კოდი | 12 | ||||
ოფიციალური საიტი | kozmodemjansk.ru | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე ვოლგის (ჩებოქსარის წყალსაცავი) მარჯვენა მაღალ ნაპირზე. იოშქარ-ოლიდან სამხრეთ-დასავლეთით 104 კმ-ში. ქალაქი წარმოადგენს მთიანი მარიელების მთავარ კულტურულ ცენტრს.
ისტორია
რედაქტირებაკოზმოდემიანსკში ციხესიმაგრის აშენებამდე პირველი დასახლებების დაარსების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ციხესიმაგრე იგი დაარსდა 1583 წელს. მისი დაარსება დაკავშირებული იყო ივანე მრიხსანის 1582 წელს მიერ ყაზანის სახანოს დამარცხებასთან და მის შემოერთებასთან.
ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: ივანე მრისხანემ როდესაც ილაშქრა ყაზანის სახანოში 1552 წლის 1 ნოემბერს, წმინდანების კოზმასა და დამიანეს ხსენების დღეს, შეჩერდა სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს ქალაქია განლაგებული. მეფეს მოსწონებია ადგილმდებარეობა და უბრძანებია სწორედ ამ ადგილზე წმინდანების სახელზე აეშენებინათ ციხესიმაგრე.
ქალაქის პირველმოსახლეები იყვნენ მშვილდოსნები და მიწის მესაკუთრეები, ხოლო შემდეგ შემოუერთდნენ ახლადმონათლულები. მოგვიანებით აქ გადმოსახლდნენ მოქალაქეები ნიჟნი-ნოვგოროდისა და სვიაჟსკის გუბერნიიდან.
კოზმოდემიანსკის სახელწოდებით დასახლება პირველად იხსენიება 1609 წელს. 1708 წლის 18 დეკემბერს რუსეთის რვა გუბერნიად დაყოფის შემდეგ ქალაქი კოზმოდემიანსკი მიაწერეს ყაზანის გუბერნიას. 1781 წელს მიანიჭეს ქალაქის სტატუსი.
მოსახლეობა
რედაქტირება2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 20 505.
ეროვნული შემადგენლობა
რედაქტირება№ | რიცხოვნება მოსახლეობა, კაცი. (2010) [1] |
% | % მათგან ვინც აჩვენა ეროვნება | |
---|---|---|---|---|
სულ | 21257 | 100,00 % | ||
1 | რუსები | 13065 | 61,46 % | 64,67 % |
2 | მარიელები | 6561 | 30,87 % | 32,48 % |
მთის მარიელები | 2103 | 9,89 % | 10,41 % | |
აღმოსავლეთის მარიელები | 88 | 0,41 % | 0,44 % | |
3 | თათრები | 194 | 0,91 % | 0,96 % |
4 | ჩუვაშები | 160 | 0,75 % | 0,79 % |
5 | უკრაინელები | 84 | 0,40 % | 0,42 % |
სხვა | 139 | 0,65 % | 0,69 % | |
აჩვენა ეროვნება | 20203 | 95,04 % | 100,00 % | |
არ აჩვენა ეროვნება | 1054 | 4,96 % |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of Kozmodemyansk დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Unofficial website of Kozmodemyansk დაარქივებული 2011-12-15 საიტზე Wayback Machine. (რუსული)