კოდისწყარო (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო კოდისწყაროსა და ქვემო კოდისწყაროს ძველი სახელწოდება

კოდისწყაროდუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ზემო კოდისწყაროსა და ქვემო კოდისწყაროს, ძველი სახელწოდება.

კოდისწყარო მოხსენიებულია 1433 წლის შიომღვიმის მონასტრისადმი თავად ზედგენიძის შეწირულობის სიგელში. ამ საბუთის თანახმად, კოდისწყაროს საკმაოდ განვითარებული მეურნეობა ჰქონია. მონღოლთა შემოსევების დროს სოფელი გაპარტახებულა, ხოლო XVI საუკუნეში ზედგენიძეთა მეცადინეობით განახლებულა და აღორძინებულა. სოფელი ქსნისა და არაგვის საერისთავოთა საზღვარზე მდებარეობდა, რის გამოც XVI საუკუნეში მასზე პრეტენზიას ორივე საერისთავოს ერისთავები აცხადებდნენ, ხოლო XVII საუკუნეში სოფელი თავად ამილახვართა გავლენის სფეროში მოქცეულა. XVIII საუკუნეში, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, კოდისწყარო სამუხრანბატონო სოფელია და წილკნის საეპისკოპოში შედის. XIX საუკუნის I ნახევარში სოფელი გაიყო ქვემო და ზემო კოდისწყაროდ.

ლიტერატურა

რედაქტირება