გეგა კობახიძე
გერმანე (გეგა) კობახიძე (დ. 6 ივნისი 1961 — გ. 3 ოქტომბერი 1984) — ქართველი კინომსახიობი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. დაიბადა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი დაჰყო. მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.[1]
გეგა კობახიძე | |
---|---|
გეგა კობახიძე | |
დაბადების სახელი | გერმანე კობახიძე |
დაბადების თარიღი |
6 ივნისი, 1961 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1984 (23 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1967-1984 |
მეუღლე(ები) | თინა ფეტვიაშვილი |
მშობლები |
მამა: მიხეილ კობახიძე ნათელა მაჭავარიანი |
მისი კინოდებიუტი შედგა 1967 წელს ნანა მჭედლიძის ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“.[2] შემდეგ იყო ფილმი „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც ობოლი ბიჭის ლაზარეს როლი შეასრულა. 1973 წელს ფილმმა ტელეფილმების მე-5 საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ქალაქ ტაშკენტში.[3] 1975 წელს როლი მიიღო ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩიტის რძე“, სადაც თამაში მოუწია ცნობილ მსახიობებთან სესილია თაყაიშვილთან და კონსტანტინე დაუშვილთან ერთად. ფილმი ეფუძნება ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებს.[4] იმავე წელს საშიკოს შვილის როლში გამოჩნდა ლანა ღოღობერიძის ფილმში „აურზაური სალხინეთში“.[5]
1977 წელს მიიღო როლი ალეკო ნინუას ფილმში „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“.[6] 1981 წელს ითამაშა ბაადურ წულაძის ფილმში „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“, სადაც ნუკრის როლი შეასრულა.[7]
1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A; გამტაცებელთა შორის იყო გეგა კობახიძე მეუღლესთან თინა ფეტვიაშვილთან ერთად. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს.
აღსანიშნანია, რომ გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.[8] ჰობი კინო, თეატრი, ხატვა.[1]
1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს.[9] თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.[9]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1973: „ლაზარეს თავგადასავალი“ (ლაზარე) რეჟისორები ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1975: „ჩიტის რძე“ (ბიჭი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1975: „აურზაური სალხინეთში“ (საშიკოს შვილი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1977: „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ (ნუკრი) რეჟ. ბაადურ წულაძე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გეგა კობახიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გეგა კობახიძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- გეგა კობახიძე — kino-teatr.ru (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 რა დაწერა სიკვდილის წინ გეგა კობახიძემ და რა აღმოაჩინეს მის საკანში
- ↑ ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 2014-12-16.
- ↑ ლაზარეს თავგადასავალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2014-12-16.
- ↑ ჩიტის რძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-02. ციტირების თარიღი: 2014-12-16.
- ↑ აურზაური სალხინეთში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-03. ციტირების თარიღი: 2014-12-16.
- ↑ ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-12-16.
- ↑ კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-12-16.
- ↑ „ასეთი ბიჭები ბევრი გვყავდა, რომ დახვრიტეს?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-03-04.
- ↑ 9.0 9.1 შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო — თვითმფრინავის გამტაცებლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-07. ციტირების თარიღი: 2014-12-16.