კლერ ტორი (ინგლ. Clare Torry, დ. 29 ნოემბერი, 1947) — ბრიტანელი მომღერალი.

კლერ ტორი
250
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 ნოემბერი, 1947(1947-11-29) (77 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი
კლერ ტორი ვიკისაწყობში

თავდაპირველად ცნობილი იყო ძირითადად ქავერ-ვერსიების შესრულებით. იგი 1973 წელს სტუდიაში ალან პარსონსის მოწვევით გამოჩნდა და რამდენიმე დუბლში ჩაწერა იმპროზაციული ვოკალი პინკ ფლოიდის „The Great Gig in the Sky“-სთვის. მოგვიანებით გამოვიდა ჯგუფის მიერ რობერტ უაიეტისთვის გამართულ ორ საქველმოქმედო კონცერტზე. 1990-იანი წლების დასაწყისში რიჩარდ რაიტის მიერ ჩაიწერა „The Great Gig in the Sky“-ს ვერსია, რომელიც გამოყენებულია Nurofen-ის რეკლამაში. ტორიმ ამ ვერსიისთვის ასევე ჩაწერა საკუთარი ვოკალი.

1986 წელს ტორი მონაწილეობდა როჯერ უოტერსის მიერ ფილმისთვის „როდესაც ქარი ქრის“ სიმღერების ჩაწერაში. 1987 წელს გამოჩნდა ალბომზე Radio K.A.O.S. და შემდგომ ტურნეში, ხოლო 1990 წელს - პინკ ფლოიდთან ერთად, კონცერტზე ნებუორთში.

2004 წელს ჰქონდა სასამართლო დავა პინკ ფლოიდთან, ვინაიდან 1973 წელს მას მხოლოდ 30 გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს. 2005 წელს დავა დასრულდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების ზუსტი დეტალები უცნობია[1].