კლერ მაგუაირი
კლერ რიტა მერი მაგუაირი (ინგლ. Clare Rita Mary Maguire; დ. 15 სექტემბერი, 1988, სოლიული, ვესთ მიდლანდსი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. 2009 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Universal Music Group-სა და Polydor Records-თან. მან მეხუთე ადგილი დაიკავა BBC Sound-ის 2011 წლის სიაში „15 ყველაზე პერსპექტიული ახალი შემსრულებელი“. მაგუაირის სადებიუტო ალბომი, Light After Dark, გამოვიდა 2011 წლის 25 თებერვალს და მეშვიდე ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. და მიიღო ვერცხლის სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან.
კლერ მაგუაირი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კლერ რიტა მერი მაგუაირი |
დაბ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1988 |
დაბ. ადგილი | ბირმინგემი |
წარმოშობა | სოლიული, ვესთ მიდლანდსი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, სოული, ჯაზი, ბლუზი, ელექტრო-პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2008 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | clares.club |
კლერ მაგუაირი ვიკისაწყობში |
2016 წელს დააანონსა მეორე ალბომი Stranger Things Have Happened. ნამუშევარი გამოქვეყნდა იმავე წლის 27 მაისს Virgin Records-ის ეგიდით.
კარიერა
რედაქტირება17 წლის იყო მაგუაირმა დაიწყო დემო სიმღერების ატვირთა MySpace-ზე. მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვა კომპოზიციით „Strangest Thing".[1] მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს Polydor Records-თან 2009 წელს. ამ დროს დაიწყო მუშაობა თავის სადებიუტო ალბომზე Light After Dark პროდიუსერ ფრეიზერ სმიტთან ერთად. მან დაიწყო ევროპული საკონცერტო ტური 2010 წლის ოქტომბერში.[2] ასევე დაწერა სიმღერა ბირმინგემელ რეპ შემსრულებელ მაიკ სკინერთან ერთად სახელწოდებით „Lock the Locks". მაგუაირმა ასევე ჩაწერა კოლაბორაციული კომპოზიცია „Midnight Caller". მაგუაირმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Ain't Nobody" 2010 წლის 18 ოქტომბერს Polydor Records-ის ეგიდით. სიმღერის რემიქსი გამოიყენეს Renault-ის 2011 წლის მანქანის მოდელ Clio-ს რეკლამაში სახელწოდებით „What is Va Va Voom?".[3] 2010 წლის ზაფხულში იმღერა Latitude Festival-ზე.[4]
მალევე გამოუშვა მეორე სინგლი „The Last Dance". კომპოზიციამ მოიპოვა კრიტიკოსთა აღიარება. 4Music-მა და TheBox-მა ნამუშევარი დაასახელეს „კვირის VIP სიმღერად". მუსიკოსის ალბომი Light After Dark მე-7 ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. პირველივე კვირაში გაიყიდა მისი 17,967 ასლი. ალბომმა სულ ხუთი კვირა გაატარა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. ბრიტანეთში ალბომის 60000-ზე მეტი ასლი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში და მიიღო ვერცხლის სერტიფიკატი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციისგან. ალბომში შევიდა 13 კომპოზიცია. მალევე გამოვიდა ალბომის ციფრული დელუქს ვერსია ხუთი ახალი ნამუშევრით. ნამუშევრის მეორე სინგლი „The Last Danse" გამოვიდა 2011 წლის 20 თებერვალს.[5] ნამუშევარი 23-ე ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. მესამე სინგლი „The Shield and the Sword" გამოვიდა 2011 წლის 9 მაისს. 27 მარტს The Streets-ის ფრონტმენმა მაიკ სკინერმა განაცხადა, რომ მუშაობდა მაგუაირთან ერთად ახალ ალბომზე. მისი თქმით მუსიკოსს სურდა ჰიპ-ჰოპ/ბლუზ ალბომის დაწერა თუ ლეიბლი ნებას მისცემდა.
2013 წლის 10 ივნისს მაგუაირმა Twitter-ზე განაცხადა რომ მუშაობდა ახალ ალბომზე. მან ალბომზე მუშაობისას ითანამშრომლა დეივ ჯონსონთან, ალექსანდრ ბერნეტსა და ბლუ მეისთან. 2013 წლის 25 ივლისს SoundCloud-ზე გამოუშვა კომპოზიცია „Paper Thin". კომპოზიცია არის ბლუზისა და ჯაზის ნაზავი. მუსიკოსმა ნამუშევარი ჩაწერა „StudioXXVII"-ში პროდიუსერ Blue May-თან თანამშრომლობით. Radio 1-მა სიმღერა კვირის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა. კლერმა გამოუშვა კიდევ ერთი სიმღერა 2013 წლის 7 ოქტომბერს. 2014 წლის 13 იანვარს გამოვიდა მუსიკოსის ახალი EP, Clare Maguire. ალბომში შევიდა ოთხი კომპოზიცია „Paper Thin", „Black Coffee", „Whenever You Want It" და „The Last Time I Saw Richard".[6] მალევე მაგუაირმა გამოუშვა მიქსტეიპი. შემდეგ ჩაწერა კომპოზიცია High Contrast-სა და Maguire-თან ერთად, სახელწოდებით „Who's Loving You (Part 2)“. სიმღერის პრემიერი შედგა Annie Mac-ის გადაცემაში BBC Radio 1-ზე.
2015 წლის შეასრულა კომპოზიცია „Shadow" Burberry Prorsum A/W-ის გადაცემაში.[7] მაგუაირმა გამოუშვა მეექვსე EP, Don't Mess Me Around, 2015 წლის 23 თებერვალს. 2016 წლის 24 მარტს გამოუშვა მთავარი სინგლი, „Elizabeth Taylor", მისი მეორე სტუდიური ალბომიდან, Stranger Things Have Happened.[8] ალბომი გამოვიდა 2016 წლის 27 მაისს. მან 2018 წლის 9 თებერვალს გამოუშვა სინგლი „All or Nothing Love".[9][10]
2021 წლის 19 მაისს მაგუაირმა გამოუშვა ალბომი Light After Dark-ის ვინილები ნამუშევრის ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად.
დისკოგრაფია
რედაქტირება- Light After Dark (2011)
- Stranger Things Have Happened (2016)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-12-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lester, Paul (2010-10-13). „New Band of the day: Clare Maguire“. The Guardian. ციტირების თარიღი: 31 December 2010.
- ↑ Tour dates. Clare Maguire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 31 December 2010.
- ↑ Renault Clio – What Is Va Va Voom?. TV Ad Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-04. ციტირების თარიღი: 2024-03-04.
- ↑ Latitude 2010 – Review (Part 3) (21 July 2010). ციტირების თარიღი: 15 March 2018.
- ↑ Clare Maguire – Ain't Nobody. YouTube.
- ↑ Clare Maguire – The Fader, Interview. thefader.com. Retrieved on 2016-04-29.
- ↑ Super sonics: the ultimate catwalk compilation of the men's A/W 2015 shows. wallpaper.com (11 February 2015). ციტირების თარიღი: 16 March 2018.
- ↑ The week's best new releases: Nick Jonas, Petite Meller, Clare Maguire and more (The Clare one's Song Of The Week, FYI). popjustice.com (2016-03-25). ციტირების თარიღი: 15 March 2018.
- ↑ Day, Laurence. (March 24, 2016) Clare Maguire shares new single "Elizabeth Taylor", details new LP and UK shows. The Line of Best Fit. ციტირების თარიღი: March 24, 2016.
- ↑ Murray, Robin. (March 24, 2016) Listen: Clare Maguire – 'Elizabeth Taylor'. Clash. ციტირების თარიღი: March 24, 2016.