კიჩჩოჩქორთი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში
კიჩჩოჩქორთი — მთა საქართველოს და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთი კავკასიონის ჩრდილოეთ შტოქედ შავანის ქედზე, მდინარეების ხდისა და არმხის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 4117 მ სიმაღლეზე. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე პატარა მყინვარებია. კიჩჩოჩქორთზე გავრცელებულია მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.
კიჩჩოჩქორთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′13″ ჩ. გ. 44°44′39″ ა. გ. / 42.70361° ჩ. გ. 44.74417° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
სიმაღლე | 4117 მ |
ქედი | შავანის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 541.