ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კიშა მაიშა კოული (ინგლ. Keyshia Myeshia Cole; დ. 15 ოქტომბერი, 1981, ოკლენდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, წამყვანი და მსახიობი. დაიბადა და გაიზარდა ოკლენდში, კალიფორნია.

კიშა კოული

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კიშა მაიშა კოული
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1981 (1981-10-15) (43 წლის)
დაბ. ადგილი ოკლენდი[1]
წარმოშობა ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, წამყვანი, მსახიობი
აქტიური 1999 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი keyshiacole.com
კიშა კოული ვიკისაწყობში

კოულმა კარიერა MC Hammer-თან ერთად დაიწყო. 2005 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი "The Way It Is", რამაც მუსიკოსს პოპულარობა მოუტანა. ამის შემდეგ გამოუშვა რეალითი შოუ თავისი კარიერის შესახებ, რამაც ერთობ გაზარდა მისი პოპულარობა. მუსიკოსის შემდგომი ალბომები, როგორიცაა „Just Like You" და „A Different Me" ასევე წარმატებული გამოდგა და მოიპოვა ჯილდოები. მუსიკალური კარიერის გარდა, 2019 წლიდან 2020 წლამდე ის იყო Fox Soul-ის სატელევიზიო თოქ-შოუს, „One on One Keyshia Cole“ წამყვანი.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კიშა დაიბადა ოკლენდში, კალიფორნია 1981 წლის 15 ოქტომბერს. ის აფრო-ამერიკული და მექსიკური წარმოშობისაა. მუსიკოსის დედა იყო დამოკიდებული ალკოჰოლზე და კოკაინზე.[2] ის ორი წლის ასაკში ოჯახის მეგობრებმა ლეონ და ივონ კოულებმა იშვილეს. მუსიკოსის გვარი ჯონსონი იყო, თუმცა ახალმა მშობლებმა თავიანთ გვარზე გადაიყვანეს. მას ჰყავს ოთხი და-ძმა. 12 წლის ასაკში კოულმა გაიცნო MC Hammer. ასევე მოგვიანებით შეხვდა ტუპაკ შაკურს.[3][4]

16 წლის ასაკში გახდა აღმოსავლეთ ოკლენდის ახალგაზრდული განვითარების ცენტრის (EOYDC) წევრი. კოული სწავლობდა ფრემონტის საშუალო სკოლაში. შემდეგ გადავიდა ტრეისის საშუალო სკოლაში. 18 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. 2002 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან A&M Records.[5][6]

კოული კარიერის დასაწყისში იყო MC Hammer-ის ბექ ვოკალისტი. შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს A&M Records-თან და გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი, The Way It Is (2005).[7][8] ალბომმა მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA).[9][10][11] ალბომის სინგლი „Love" მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[12] ალბომმა მიიღო ორი ნომინაცია 2006 წლის Soul Train Music Awards-ზე. ამის შემდეგ კოულმა გადაიღო რეალითი სატელევიზიო სერიალი, სახელწოდებით Keyshia Cole: The Way It Is. შოუ გადიოდა სამი სეზონის განმავლობაში და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გადაცემა.[13]

 
კოული 2007 წელს

კოულის მეორე ალბომი, Just Like You გამოვიდა 2007 წელს.[14][15] ალბომის სამივე სინგლი „Let It Go", „I Remember" და „Heaven Sent" პირველ ადგილზე გავიდნენ ბილბორდის ცხელ ასეულში. ალბომმა მიიღო გრემის 4 ნომინაცია.[16][17] ნამუშევარი მეორე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში და მიიღო პლატინის სერტიფიკატი. მუსიკოსის მესამე ალბომს, A Different Me (2008), კრიტიკოსთა მოწონება ხვდა წილად და ბილბორდ 200-ში მეორე ადგილზე გავიდა.[18] კოულის მეოთხე ალბომი, Calling All Hearts გამოვიდა 2010 წელს.[19] მეხუთე ალბომი, Woman to Woman გამოვიდა 2012 წელს და დაიკავა მეათე ადგილი ბილბორდ 200-ში.[20] იმავე წელს ითამაშა რეალით სერიალში Keyshia & Daniel: Family First. ამ დროს მუსიკოსმა შეიცვალა ლეიბლი, რის გამოც მისი შემდეგი ალბომები Point of No Return (2014) გამოვიდა ლეიბლ Interscope-ის ეგიდით, ხოლო 11:11 Reset (2017) ლეიბლ Epic-ის ეგიდით.[21][22][23]

კრიტიკოსები კოულს „ჰიპ-ჰოპ სოულის პრინცესას“ უწოდებენ. მუსიკოსს მიღებული აქვს ASCAP ჯილდო და ბილბორდის მუსიკალური ჯილდო. 2019 წლიდან 2020 წლამდე იყო Fox Soul-ის სატელევიზიო თოქ-შოუს, „One on One Keyshia Cole“ წამყვანი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2009 წლის მაისში კოულმა დაიწყო NBA-ის ყოფილ მოთამაშე დენიელ გიბსონთან ურთიერთობა. წყვილი დაინიშნა 2010 წლის 1 იანვარს. მათ შეეძინათ პირველი შვილი მარტში. 2011 წლის სექტემბერში წყვილს თაფლობითვე ჰქონდა ჰავაიზე.[24] თაფლობისთვე გადაიღეს მუსიკოსის რეალით შოუში Keyshia and Daniel: Family First.[25] 2014 წლის 21 მარტს, კოულმა ინტერვიუში დროს განაცხადა, რომ ის და გიბსონი დაშორდნენ, თუმცა ოფიციალურად არ შეუტანიათ განაცხადი განქორწინებაზე.[26] 2016 წლის მაისში მუსიკოსი შეხვდა თავის ბიოლოგიურ მამას. 2020 წლის 3 სექტემბერს კოულმა ინსტაგრამზე განაცხადა, რომ ის და გიბსონი ოფიციალურად განქორწინდნენ.[27] კოულის დედა გარდაიცვალა 2021 წლის 18 ივლისს ნარკოტიკის ზედოზირებით.[28]

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • The Way It Is (2005)
  • Just Like You (2007)
  • A Different Me (2008)
  • Calling All Hearts (2010)
  • Woman to Woman (2012)
  • Point of No Return (2014)
  • 11:11 Reset (2017)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #135411327 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Ho, Rodney (November 29, 2010). „Frankie Lons on VH1's 'Celebrity Rehab With Dr. Drew'. The Atlanta Journal-Constitution. ციტირების თარიღი: November 28, 2013.
  3. Jim Farber (April 7, 2006). „Keyshia Cole Doesn't Play Nice“. New York Daily News. ციტირების თარიღი: December 12, 2011.
  4. R&B singer Keyshia Cole tries to show different side. Contra Costa Times (December 31, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 8, 2012. ციტირების თარიღი: December 12, 2011
  5. Liam Gowing (April 20, 2006). „A bitter life, sweet success“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: September 26, 2019.
  6. George, Nelson; Carr, Daphne (October 20, 2008) Best Music Writing 2008, 1st, Hachette Books, გვ. 43. ISBN 978-0-306-81734-2. 
  7. Kellman, Andy. The Way It Is – Keyshia Cole > Overview. AllMusic. ციტირების თარიღი: September 26, 2012
  8. Whitmir, Margo (June 29, 2005). „Coldplay Logs A Third Week A No. 1“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 22, 2014. ციტირების თარიღი: May 27, 2009.
  9. Searchable Database. Recording Industry Association of America (RIAA). ციტირების თარიღი: March 19, 2009
  10. „R. Kelly Leads Soul Train Award Nominees“. Billboard. February 2, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2022. ციტირების თარიღი: December 14, 2008.
  11. „Mariah, Kanye, Alicia Lead NAACP Image Noms“. Billboard. January 11, 2006. ციტირების თარიღი: November 29, 2008.
  12. „Keyshia Cole - Chart History“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2021. ციტირების თარიღი: July 12, 2012.
  13. „BET To Televise Reality Series Keyshia Cole: The Way It Is“. Singersroom. July 9, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2020. ციტირების თარიღი: November 19, 2014.
  14. Just Like You: Music: Keyshia Cole. Amazon. ციტირების თარიღი: March 16, 2010
  15. Reviews for Just Like You by Keyshia Cole. Metacritic. ციტირების თარიღი: July 24, 2012
  16. All GRAMMY Awards and Nominations for Keyshia Cole. Grammy.com. ციტირების თარიღი: November 21, 2014
  17. Press, Associated (May 15, 2008). „T-Pain nabs five BET Award noms“. Variety. ციტირების თარიღი: August 6, 2011.
  18. A Different Me: Music: Keyshia Cole. Amazon. ციტირების თარიღი: March 16, 2010
  19. „Calling All Hearts New CD from R&B Sensation Keyshia Cole Set for December 21st Release“ (პრეს-რელიზი). PR Newswire. December 7, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 23, 2010. ციტირების თარიღი: December 28, 2010.
  20. Twitter / B_quiet84: @KeyshiaCole #Woman2WomanNov19th. Twitter.com. ციტირების თარიღი: November 21, 2012
  21. Keyshia Cole "Point Of No Return" Release Date, Cover Art, Tracklist & Stream. HipHopDX (October 7, 2014). ციტირების თარიღი: October 13, 2014
  22. Keyshia Cole Signs New Record Deal with Epic Records!
  23. Keyshia Cole Signs With Epic Records
  24. Keyshia Cole weds again in Hawaii. S2SMagazine.com. ციტირების თარიღი: October 13, 2014
  25. BET Networks Presents Fall 2012 Preview. Equities.com (August 7, 2012). ციტირების თარიღი: August 18, 2012
  26. Keyshia Cole Breaks Her Silence On Daniel Gibson, Divorce Rumors (VIDEO). The Huffington Post (March 21, 2014). ციტირების თარიღი: October 13, 2014
  27. Keyshia Cole on Ex-Husband Trying to Keep Marriage Alive: 'You Can't Keep Using God' (October 26, 2020).
  28. Henderson, Cydney. „Keyshia Cole opens up about her mother Frankie Lons' death: 'I love you so much!'. USA TODAY (ინგლისური). ციტირების თარიღი: January 1, 2022.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიშა_კოული“-დან