კირილე I (მოსკოვის პატრიარქი)

(გადამისამართდა გვერდიდან კირილე I)

პატრიარქი კირილე (რუს. Патриа́рх Кири́лл, ერისკაცობაში — ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი, რუს. Влади́мир Миха́йлович Гундя́ев; დ. 20 ნოემბერი, 1946, ლენინგრადი, საბჭოთა კავშირი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 2009 წლიდან.[1]

კირილე I
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
საერო სახელი ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1946 (საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი)
რელიგია ქრისტიანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მოსკოვის პატრიარქი

რედაქტირება

2008 წლის 6 დეკემბერს ალექსი II-ის გარდაცვალებიდან მეორე დღეს რუსეთის წმინდა სინოდმა კირილე პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. 9 დეკემბერს, ალექსი II-ის დაკრძალვისას კირილეს გული წაუვიდა. 2009 წლის 27 იანვარს 700-დან 508 ხმით წმინდა სინოდმა აირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად; 2009 წლის 1 თებერვალს შედგა ინტრონიზაცია.

ეკუმენიზმი

რედაქტირება

რომის პაპ ბენედიქტ XVI-სთან კონტაქტების გამო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კონსერვატიულმა ფრთამ კირილე ეკუმენიზმში დაადანაშაულა. კირილემ საჯაროდ განაცხადა რომ დიალოგის მიზანი ეკლესიების გაერთიანება არ ყოფილა და კომპრომისზე არცერთი მხარე არ წასულა.[2]

ტური ლათინურ ამერიკაში

რედაქტირება

2008 წელს ლათინური ამერიკის მოლოცვისას პატრიარქი კირილე კუბის კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ფიდელ კასტროს შეხვდა. კასტრომ კირილე ამერიკული იმპერიალიზმის დამარცხებაში მოკავშირედ გამოაცხადა. ჰავანაში პირველი რუსული მართლმადიდებლური ტაძრის აშენებისთვის პატრიარქმა ფიდელ კასტრო და რაულ კასტრო წმინდა დანიელ მოსკოველის ორდენით დააჯილდოვა.

ადმინისტრაციული რეფორმა

რედაქტირება

2011 წელს პატრიარქმა ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და თურქმენეთში ცენტრალური აზიის მიტროპოლიტური მხარე დააარსა, რომელმაც მეზობელი ეპარქიები გააერთიანა.

მთავრობასთან ურთიერთობები

რედაქტირება

პატრიარქ კირილეს ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. 2012 წელს რელიგიური ლიდერების შეხვედრაზე მან პუტინის პრეზიდენტობის ერას „ღვთის სასწაული“ უწოდა.

საჯარო სკანდალები

რედაქტირება

ბინის მტვერი

რედაქტირება

2012 წლის მარტში რუსეთის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა იური შევჩენკომ პატრიარქთან სასამართლო დავა წააგო. კირილეს პრესტიჟული კერძო ბინის ზედა სართულზე სარემონტო სამუშაოებისას შევჩენკოს დაქირავებული მუშების შექმნილმა მტვერმა პატრიარქის ძვირფასი წიგნები დასვარა. ამის გამო ყოფილ მინისტრს კომპენსაციის სახით 20 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.[3] წიგნები მტვერს არ დაუზიანებია, მაგრამ პატრიარქის თქმით შევჩენკოს პატიება შეუსაბამო იქნებოდა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

თარგი:მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქები