კირთარის ეროვნული პარკი

კირთარის ეროვნული პარკი (ურდუ: کیرتھر نیشنل پارک) — ეროვნული პარკი პაკისტანის სინდის პროვინციის დადუს რაიონში. მდებარეობს კირთარის ქედის სამხრეთ ნაწილში. დაარსდა 1974 წელს. ფართობი 3.087 კმ². პაკისტანის ეროვნულ პარკებს შორის ფართობით მეორე ადგილზეა. ფაუნას ქმნის: ზოლებიანი აფთარი, მგელი, მაჩვი, გაზელი, ნიამორი და სხვა. აქ განსაკუთრებით იცავენ გარნას. 1977 წელს კირთარის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკანასკნელად მოკლეს ჯიქი.

კირთარის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა პაკისტანი, სინდის პროვინცია
კოორდინატები 25°42′ ჩ. გ. 67°35′ ა. გ. / 25.700° ჩ. გ. 67.583° ა. გ. / 25.700; 67.583
ფართობი 3.087 კმ²
დაარსდა 1974

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება