კირთარის ქედი (ურდუ كوه کیر تھر, სინდჰი. کير ٿر جبل) — ქედი პაკისტანში. ვრცელდება სინდისა და ბელუჯისტანის პროვინციების ტერიტორიაზე, ირანის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეკვრის მდინარე ინდის ხეობას. სიგრძე დაახლოებით 300 კმ. სიმაღლე უმეტესწილად 1000-1500 მ-ის ფარგლებში მერყეობს. მაქსიმალური სიმაღლე 2237 მ (მთა ზარდაქი). უმთავრესად აგებულია ქვიშაქვებითა და კირქვებით. დასავლეთი და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთები მუსონებს ექვემდებარება და დაფარულია სხვადასხვა სახის მცენარეულობით. შედარებით მშრალ კალთებზე გაბატონებულია მთის უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები. ქედის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს კირთარის ეროვნული პარკი.

კირთარის ქედი
კირთარის ქედი
კირთარის ქედი
კოორდინატები: 27°00′00″ ჩ. გ. 67°09′20″ ა. გ. / 27.00000° ჩ. გ. 67.15556° ა. გ. / 27.00000; 67.15556
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
უმაღლესი წერტილი ზარდაქი
სიმაღლე 2237 
სიგრძე 300 კმ
კირთარის ქედი — პაკისტანი
კირთარის ქედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краткая географическая энциклопедия. Том 2: М., 1961.