კინტრიში (არქეოლოგიური ძეგლი)
კინტრიში, ადრინდელი ნეოლითის ხანის (ე. წ. უკერამიკო ნეოლითის) 2 ძეგლი, რომელიც აღმოჩენილია მდინარე კინტრიშის მარჯვენა ტერასაზე სოფლების ხუცუბნისა და ქობულეთის ტერიტორიაზე. შესწავლილია 1960-1962 წლებში (ლ. ნებიერიძე, ს. გოგიტიძე). ნაპოვნია მხოლოდ კაჟისა და ობსიდიანის იარაღი (საჭრისები, საფხეკები, სახვრეტები, მრავალრიცხოვანი რეტუშირებული ლამელა) და წარმოების ნაშთები (ნუკლეუსები, ანატკეც-ანამტვრევები და სხვა). კინტრიშის ნამოსახლარები ანასეულ I და აჭარის სხვა ძეგლებთან ერთად ქმნის უკერამიკო ხეოლითის თავისებურ კულტურას, რომლის საფუძველზეც შემდეგ აღმოცენდა კერამიკული ნედლეულის კულტურა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972;
- კიღურაძე თ., ქსე, ტ. 5, გვ. 527, თბ., 1980