კინოკეფალები

(გადამისამართდა გვერდიდან კინოცეფალები)

კინოკეფალები, კინოცეფალები (ბერძ. κῠνοκέφᾰλοι) — ძაღლის, მგლის ან ტურის თავიანი ადამიანები, ფენომენი, რომელიც არსებობს მრავალ კონტექსტსა და ფორმაში.

კინოკეფალი „ნიურნბერგის ქრონიკიდან“

მტკიცებულება

რედაქტირება

ძაღლისთავიან ადამიანებზე წერდნენ ჰესიოდე, ჰეროდოტე, მეგასთენე, პლინიუსი, ქტესიასი და სხვები. მათი მტკიცებულებით, ისინი ცხოვრობდნენ ინდოეთსა და ლიბანში. მათი სიტყვებით: „თუმცაღა ჰქონდათ ძაღლის თავები, მაგრამ დანარჩენი სხეული ადამიანის ჰქონდათ“. ისინი სხვა ადამიანების მსგავსად აზროვნებდნენ, ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ატარებდნენ ტანსაცმელს და აქედან გამომდინარე, თეოლოგებმა ჩათვალეს, რომ მათაც გააჩნდათ სული. შუა საუკუნეებში მათზე იწერებოდნენ ნეტარი ავგუსტინე, მარკო პოლო, პლანო კარპინი, პორდენონე და სხვა მკვლევრები. დროთა განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ამერიკასა და ინდონეზიაში. მათ შესახებ ბოლო ცნობები მოიპოვება XVIII საუკუნეში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: