კილონი
კილონი[2] (ბერძ. Κύλων; ძვ. წ. VII საუკუნე) — ათენელი ევპატრიდი, წარუმატებელი შეთქმულების მეთაური. დაქორწინებული იყო მეგარის ტირანის თეაგენეს ქალიშვილზე. ძვ. წ. 640 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული. თანამოაზრე ათენელებზე დაყრდნობითა და თეოგენეს მიერ გამოგზავნილ მებრძოლთა რაზმების გამოყენებით, კილონმა მომდევნო ოლიმპიური თამაშების დროს (ძვ. წ. 636 ან 632) სცადა აკროპოლისის დაპყრობა და ათენის ტირანად გახდომა. თუმცა არქონტებმა მეგაკლეს (ალკმეონიდების გვარიდან) მეთაურობით ალყა შემოარტყეს აკროპოლისს.[3] კილონი და მისი ძმა გაიქცნენ,[2] მისი მომხრეები კი, რომლებიც საკურთხეველში ამაოდ შესთხოვდნენ შველას ღმერთებს, ამოჟლიტეს; ამ მკვლელობით წმინდა ადგილის შებღალვის გამო ელკმეონიდების გვარი შერისხეს. „კილონის ამბოხი“, როგორც ამ მოვლენას უწოდებენ, ათენის შემდგომი სოციალური კონფლიქტების მაუწყებელი გახდა.[3]
კილონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | ძვ. წ. VII საუკუნე |
დაბადების ადგილი | ათენი |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. VII საუკუნე |
გარდაცვალების ადგილი | ათენი |
მოქალაქეობა | ძველი ათენი |
ჯილდოები | ოლიმპიური ჩემპიონი დიაულოსში[1] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.sportolimpico.it/dmdocuments/GO-ANTICHI-2.pdf
- ↑ 2.0 2.1 კილონი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 516.
- ↑ 3.0 3.1 Фролов Э. Д. Килон // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 673.