თეაგენე
თეაგენე[1] (ბერძ. Θεαγένης; ძვ. წ. VII საუკუნე) — ბერძნული პოლისის მეგარის ტირანი. ძველი საბერძნეთის „უფროსი“ ტირანიის წარმომადგენელი. სავარაუდოდ, როგორც მხედართმავარმა პოპულარობა მოიპოვა ათენთან ომის დროს კუნძულ სალამინისთვის, სადაც მეგარელი ახალმოშენეები გადასახლდნენ. დემოსის მხარდაჭერაზე დაყრდნობით, რომელმაც მას პირადი დაცვა გამოუყო, ძვ. წ. VII საუკუნის შუა ხანებში ხელისუფლებას ჩამოაშორა მმართველი არისტოკრატია. თავისი ქალიშვილი მიათხოვა წარჩინებულ ათენელს — კილონს და ათენში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად წარუმატებელი მცდელობის დროს ცდილობდა მისთვის დახმარება გაეწია. თეაგენეს უკავშირდება წყალსადენის აშენება, რომლის საშუალებითაც წყალი წყაროდან ქალაქის დიდ წყალსაცავში ჩაედინებოდა; ამ წყალსაცავის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. ბოლოს იძულებული გახდა მეგარიდან გაქცეულიყო.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 47.
- ↑ Стрелков А. В. Феаген // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 218.