კიდალის რეგიონი (ფრანგ. Kidal) — რეგიონი მალიში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კიდალი.
  • ფართობი — 151 430 კმ², მოსახლეობა — 67 739 ადამიანი (2009 წელი).[1]
რეგიონი
კიდალის რეგიონი
ფრანგ. Kidal
ქვეყანა მალის დროშა მალი
ადმ. ცენტრი Kidal
კოორდინატები 19°58′24″ ჩ. გ. 0°44′49″ ა. გ. / 19.97333° ჩ. გ. 0.74694° ა. გ. / 19.97333; 0.74694
ფართობი 151 430 კმ²
მოსახლეობა 67 739 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 0,45 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

გეოგრაფია

რედაქტირება

კიდალის რეგიონს სამხრეთიდან ესაზღვრება გაოს რეგიონი, დასავლეთიდან ტომბუქტუს რეგიონი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალჟირი, აღმოსავლეთიდან ნიგერი.

კიდალის რეგიონი შეიქმნა 1991 წელს აქ მომხდარი მოსახლეობის ამბოხის შემდეგ. ბუნებრივი პირობები საკმაოდ მკაცრია, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარულია საჰარის უდაბნოთი. მდინარეები და მყარი საფარის მქონე ავტოგზები არარსებობს. საკმაოდ შესამჩნევია დღე-ღამის განმავლობაში არსებული ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობა. დღისით ტემპერატურა აღწევს +45 °C-მდე, ხოლო ღამით შეიძლება დაეცეს +12 °С-მდე.

მოსახლეობა

რედაქტირება

კიდალის რეგიონი ძირითადად დასახლებულია ტუარეგებით. ქალაქები — კიდალი და ტესალიტი, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მომთაბარეა. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია მესაქონლეობით, ვაჭრობით, კუსტარული ხელსაქმეობით.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

კიდალის რეგიონი ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 4 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილები არიან 11 კომუნად:

 
კიდალის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა
ოლქი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
ად. (2009)
კიდალი 21 353 33 087
ტესალიტი 16 289
აბეიბარა 23 750 10 286
ტინ-ესაკო 39 000 7 976
  1. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation)
  2. Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Kidal), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/kidal.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-20 დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2017-08-20.