კიანიტი
კიანიტი საშუალო საფეხურის მეტამორფიზმის თიხამიწით მდიდარი ქანების მეტამორფიზმის პროდუქტია. არის კრისტალური ფიქლების, თიხაფიქლების, გრანულიტებისა და ეკლოგიტების ძირითადი მინერალი. გვხვდება კვარცის ძარღვებში და პეგმატიტებში, ქარსიან ფიქლებში, გნეისებში აქცესორული მინერალის სახით. კიანიტის თანამგზავრი მინერალებია: ანდალუზიტი, გრანატები, კორუნდი და სხვ.
კიანიტი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | Al2SiO5 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ცისფერის სხვადასხვა ტონებში, მომწვანო (ქრომის მინარევის გამო), ყვითელი, იშვიათად რუხი, შავი (გრაფიტის უწვრილესი ჩანართების გამო), უფერო. |
კრისტალის სინგონია | ტრიკლინური |
ტკეჩადობა | (100) სრული, (010) კარგი ერთი მიმართულებით |
მინერალის მონატეხი | საფეხურისებრი, ხიჭვისებრი |
სიმაგრე მოოსის სკალით | 4.5-5 (კრისტალის წაგრძელების მიმართულებით), 6.5-7 (წაგრძელების მართობულად) |
მინერალის ელვარება | მინისებრი, ტკეჩვადობის სიბრტყეზე-სადაფისებრი |
ხაზის ფერი | თეთრი, უფერო |
ხვედრითი წონა | 3.63-3.70 |