კვესეთი
სოფელი საქართველოში, თბილისის ვაკის რაიონში
კვესეთი — სოფელი თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1160 მ, გარდაბნიდან 60 კმ, თბილისის ცენტრიდან 30 კმ. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს. კვესეთიდან 2 კმ-ზე დგას ბეთანიის ხუროთმოძღვრული ძეგლი (XII-XIII სს).
სოფელი | |
---|---|
კვესეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | ვაკე |
კოორდინატები | 41°40′40″ ჩ. გ. 44°36′37″ ა. გ. / 41.67778° ჩ. გ. 44.61028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
მოსახლეობა | 8 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 87,5 % რუსები 12,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კოჯრის თემს, 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა ვაკის რაიონის შემადგენლობაში. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 12 ადამიანი.[1][2] 2014 წლის აღწერით კი 8 ადამიანი.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 496.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-09-16.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ georgia-ethnic-2014