კვარის შტატი
კვარის შტატი (ინგლ. Kwara State) — შტატი ნიგერიის დასავლეთით.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ილორინი.
- ფართობი — 36 825 კმ², მოსახლეობა — 2 365 353 ადამიანი (2006).[4]
შტატი | |
---|---|
კვარის შტატი ინგლ. Kwara State | |
![]() | |
The place of harmony[1] | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | ილორინი |
კოორდინატები | 8°30′00″ ჩ. გ. 5°00′00″ ა. გ. / 8.50000° ჩ. გ. 5.00000° ა. გ. |
დაარსდა | 27 მაისი, 1967 |
ფართობი | 36 825 კმ² |
ოფიციალური ენა | იორუბა[2] |
მოსახლეობა | 2 365 353 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 64,23 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 240[3] |
ოფიციალური საიტი | kwarastate.gov.ng |
![]() |
გეოგრაფიარედაქტირება
კვარის შტატი მდებარეობს 306 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ლაგოსიდან და 500 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით აბუჯიდან.
ისტორიარედაქტირება
კვარის შტატი დაარსდა 1967 წლის 27 მაისს, როდესაც გენერალ იაკუბუ გოუონის ფედერალურმა სამხედრო მთავრობამ იმ პერიოდში არსებული 4 რეგიონისგან შემდგარი ქვეყნის დაყოფა შეცვალა 12 შტატად. კვარის შტატი შეიქმნა ჩრდილოეთის რეგიონის ილორინის და კაბის ყოფილი პროვინციებისგან და თავდაპირველად ერქვა დასავლეთ-ცენტრალური შტატი, მაგრამ მოგვიანებით სახელად დაერქვა «Kwara» — მდინარე ნიგერის ადგილობრივი სახელი.
კვარის შტატი 1976 წლიდან ნიგერიის ადმინისტრაციული დაყოფის შემდგომი ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ზომებში. 1976 წლის 13 თებერვალს ბენუეს შტატის ფორმირებისთვის იდაჰის/დეკინის შტატის ნაწილი გამოეყო და შეუერთდა მაშინდელი ბენუე/პლატოს შტატის ნაწილს.
1991 წლის 27 აგვისტოს ადგილობრივი თვითმმართველობის 5 ოლქი, კერძოდ ოიი, იაგბა, ოკენე, ოკეჰი და კოგი ასევე გამოყვეს, რათა შექმნილიყო კოგის ახალი შტატის ნაწილი, ხოლო მეექვსე ოლქი — ბორგუ შეუერთდა ნიგერის შტატს.
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
კვარის შტატი დაყოფილია 16 თვითმმართველობის რაიონად.