ილორინი (ინგლ. Ilorin) — ქალაქი ნიგერიის დასავლეთში, მდინარე ნიგერის მარჯვენა შენაკადზე.[1] ნიგერიის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, კვარის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2007 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 847 582 ადამიანს.

ქალაქი
ილორინი
ინგლ. Ilorin
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
შტატი კვარის შტატი
კოორდინატები 8°30′00″ ჩ. გ. 4°33′00″ ა. გ. / 8.50000° ჩ. გ. 4.55000° ა. გ. / 8.50000; 4.55000
დაარსდა 1450
ფართობი 765 კმ²
ცენტრის სიმაღლე 340
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 847 582 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 240001
ოფიციალური საიტი https://kwara.gov.ng
ილორინი — ნიგერია
ილორინი

ქალაქი ილორინი 1450 წელს დააარსეს იორუბას ხალხის წარმომადგენლებმა (ნიგერიის სამი ყველაზე უფრო მსხვილი ეთნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთმა).

ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი (XX საუკუნის დასაწყისი) იძლევა ასეთ ინფორმაციას: «70 000 მაცხოვრებელი, უპირატესად იორუბას ტომი; ამას გარდა აქ ცხოვრობენ ტომები: ნულა, ფულა, ჰაუსა და კანიკა. ისინი ქმნიან რესპუბლიკას, რომელმაც, ფულბეს ტომის ხელმძღვანელობით შეინარჩუნა საკუთარი დამოუკიდებლობა მეზობელი სახელმწიფოებისაგან, თუმცა პერიოდულად ხარკს უხდის განდოს ტომის ხალხს».

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The World Gazetteer – Ilorin, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 9, 2013.. Retrieved February 18, 2007