სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კეხურა (მრავალმნიშვნელოვანი).

კეხურა — ძველი ქართული ვაშლის ჯიში. გავრცელებულია ქართლში, მესხეთში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამაჩაბლოში (სოფ. კეხვი). ხე სწრაფად იზრდება. აქვს ძლიერ გადაშლილი ვარჯი. მსხმოიარობას იწყებს მე–6, მე–7 წელს. უხვმოსავლიანია (700–800 კგ). მეწლეა. ნაყოფი მსხვილი ან საშუალო. ფერად უფრო მომწვანო–მოყვითალოა, ზემოდან წითლად შეფერილი. მასა 190 . აქვს სქელი, უხეში კანი. თეთრი–მომწვანო, წვნიანი, უარომატო რბილობი. კრეფენ ოქტომბრის მეორე ნახევარში.სარდაფში ინახება მეორე მოსავლის აღებამდე. ტრანსპორტაბელურია

ლიტერატურა რედაქტირება