ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კერი ლინ ჰილსონი (ინგლ. Keri Lynn Hilson; დ. 5 დეკემბერი, 1982, დეკატური, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. დაიბადა და გაიზარდა დეკატურში. ჰილსონმა მუსიკალური კარიერა დაიწყო 2002. 14 წლის ასაკში გახდა ჯგუფ D'Signe-ის წევრი, თუმცა ბენდი მალევე დაიშალა. უნივერსიტეტში სწავლის დროს დაწერა სიმღერები ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორიცაა ბრიტნი სპირსი და აშერი. 2004 წელს გახდა ჯგუფ Clutch-ის წევრი. იმავე წელს გამოუშვა დეუტი Xzibit-თან ერთად. 2007 წელს გამოვიდა კოლაბორაციული ნამუშევარი „The Way I Are". კომპოზიცია ჰიტი გახდა და მუსიკოსს პოპულარობა მოუტანა.

კერი ჰილსონი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კერი ლინ ჰილსონი
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1982 (1982-12-05) (42 წლის)
დაბ. ადგილი Decatur[1]
წარმოშობა დეკატური, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2004 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი kerihilson.com
კერი ჰილსონი ვიკისაწყობში

2008 წელს გამოუშვა კომპოზიციები „Energy" და „Return the Favor". მისი პირველი ალბომი, „In a Perfect World..." გამოვიდა 2009 წელს. ნამუშევარი „Knock You Down" ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე. მისი მეორე ალბომი, „No Boys Allowed", გამოვიდა 2010 წელს. 2011 წლის შემდეგ მუსიკოსს არ გამოუშვია ალბომი.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კერი ლინ ჰილსონი დაიბადა 1982 წლის 5 დეკემბერს დეკატურში, ჯორჯია. 12 წლის ასაკში დაინტერესდა მუსიკით და გამოვიდა სატელევიზიო შოუებში Star Search და Showtime. ამავე დროს დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა, თუმცა ჰილსონს სურდა მომღერალი გამხდარიყო და ამიტომ ვოკალის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო. 14 წლის ასაკში გახდა გოგონების ჯგუფ D'Signe-ის წევრი, რომელიც მოგვიანებით დაიშალა.[2]

ჰილსონი კარიერის დასაწყისში წერდა სიმღერებს სხვა მუსიკოსებისთვის და იყო ბექ ვოკალისტი. 14 წლის ასაკში გახდა გოგონების ჯგუფ D'Signe-ის წევრი.[2] ჰილსონი სწავლობდა ემორის უნივერსიტეტში. სწორედ ამ დროს დაიწყო სიმღერების წერა ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორიცაა ბრიტნი სპირსი, აშერი, კიარა, Pussycat Dolls და მერი ჯეი ბლაიჯი.[3]

2004 წელს Xzibit-თან ერთად ჩაწერა კომპოზიცია „Hey Now (Mean Muggin)", რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში. ორი წლის შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Mosley Music Group. 2007 წელს Timbaland-თან ერთად გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „The Way I Are". კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე ადგილზე გავიდა.

 
ჰილსონი 2009 წელს

2008 წელს გამოვიდა მუსიკოსის სადებიუტო სინგლები „Energy", „Return the Favor" და „Turnin Me On". ამას მოჰყვა სადებიუტო ალბომი In a Perfect World.[4] ნამუშევარმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან და მეოთხე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ის ჩარტში.[5][6] ალბომმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). სინგლმა „Knock You Down" მიიღო გრემის ნომინაცია საუკეთესო კოლაბორაციული რეპ ნამუშევრის კატეგორიაში.[7] მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, No Boys Allowed გამოვიდა 2010 წელს და მიიღო მეტწილად არაერთგვაროვანი შეფასებები კრიტიკოსებისგან. მუსიკოსის წინა ალბომისგან განსხვავებით, ამ ნამუშევარმა დიდ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია. 2011 წლის თებერვლის მონაცემებით, ალბომის 205500 ეგზემპლარი გაიყიდა შეერთებულ შტატებში.[8] ალბომის სინგმა „Pretty Girl Rock" მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). 2011 წელს მუსიკოსმა დაიმსახურა ორი ნომინაცია BET Awards-ის დაჯილდოებაზე შემდეგ კატეგორიებში - საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელი და წლის მუსიკალური ვიდეო კომპოზიციისთვის „Pretty Girl Rock".[9]

2016 წლის 14 მარტს მუსიკოსის ლეიბლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰილსონის მესამე ალბომის სახელწოდება იქნებოდა L.I.A.R. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნამუშევრის პირველი სინგლი გამოვიდოდა 18 მარტს. მიუხედავად ამისა, მუსიკოსმა მალევე უარყო ლეიბლის განცხადება.[10] 2017 წლის ივლისში ჰილსონმა ითანამშრომლა ტივა ჰილზასთან და გამოუშვა სინგლი „Beautiful".[11][12]

2019 წელს მუსიკოსმა განაცხადა, რომ მისი მესამე ალბომი თითქმის მზად იყო და მალე გამოუშვებდა.[13] იმავე წელს დაიწყო ტურნე Femme It Forward. 2019 წლის ბოლოს ჰილსონმა განაცხადა, რომ ალბომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.[14] 2020 წლის აპრილში მუსიკოსმა სტონებვოისთან ერთად გამოუშვა სიმღერა „Nominate".[15]

მუსიკოსის სამსახიობო დებიუტი შედგა ტიმ სტორის რომანტიკულ კომედიურ ფილმში Think Like a Man.[16][17] მას მიღებული აქვს გრემის ჯილდოს ორ ნომინაცია, BET Award, MOBO Award, NAACP Image Award და ორი Soul Train Music Awards.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #135473144 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Scott, Damien. (August 3, 2009) Keri Hilson (Cover Story). Complex. Complex Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2013. ციტირების თარიღი: თებერვალი 21, 2024.
  3. Cordor, Cyril. Keri Hilson – Biography. Allmusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: March 8, 2012
  4. In a Perfect World... (Bonus Track Version) by Keri Hilson. iTunes Store. Apple (January 2009). ციტირების თარიღი: March 9, 2012
  5. Christman, Ed (April 1, 2009). 'Now 30,' 'Hannah' Lead Busy Week On Billboard 200“. Billboard. Prometheus Global Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 4, 2015. ციტირების თარიღი: March 9, 2012.
  6. „R&B/Hip-Hop Albums: Week of April 11, 2009“. Billboard. Prometheus Global Media. April 11, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 28, 2013. ციტირების თარიღი: March 9, 2012.
  7. Vena, Jocelyn. (December 3, 2009) Keri Hilson 'Had To Fight Tears' Over Her Grammy Nominations. MTV News. MTV Networks (Viacom). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 7, 2013. ციტირების თარიღი: March 9, 2012
  8. Langhorne, Cyrus. (February 16, 2011) Nicki Minaj Loses Her Top, Kanye West Hits A Milli, Slaughterhouse Invades The Chart. SOHH. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2012. ციტირების თარიღი: March 10, 2012
  9. Chris Brown Leads BET Awards 2011 Nominations. Rap-Up. Devin Lazerine (May 17, 2011). ციტირების თარიღი: March 10, 2012
  10. Keri Hilson Announces New album L.I.A.R.. ციტირების თარიღი: March 14, 2016
  11. Tiwah, Keri Hilson release cute single – Zambia Daily Mail. ციტირების თარიღი: September 26, 2017
  12. Beautiful (feat. Keri Hilson) – Single by Tiwah Hillz, July 28, 2017, https://itunes.apple.com/us/album/beautiful-feat-keri-hilson-single/1252713652. წაკითხვის თარიღი: April 29, 2019
  13. Keri Hilson Announces Return to Music With New Release to Come This Summer – YouKnowIGotSoul.com en-US (March 25, 2019). ციტირების თარიღი: April 29, 2019
  14. Keri Hilson Talks Taste of Soul, New Album and Mental Health en-US (October 10, 2019). ციტირების თარიღი: February 6, 2020
  15. Keri Hilson recommends Rihanna for a Stonebwoy collaboration en-US (April 28, 2020). ციტირების თარიღი: May 23, 2020
  16. Chris Brown, Keri Hilson Hit the Big Screen in 'Think Like a Man' (Trailer). Rap-Up. Devin Lazerine (December 9, 2011). ციტირების თარიღი: March 10, 2012
  17. Mansfield, Brian (March 1, 2012). „Video: Jennifer Hudson's 'Think Like a Man'. USA Today. Gannett Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 9, 2013. ციტირების თარიღი: March 10, 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კერი_ჰილსონი“-დან