კენჭანის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის დასავლეთით

კენჭანის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის დასავლეთით, 400 მეტრზე, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,1 x 5,4 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილო და სამხრეთ კედლებში - თითო სწორკუთხა ნიში. ეკლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონია (იკითხება მხოლოდ გეგმა).

ლიტერატურა რედაქტირება