კემპბელის კუნძული
კემპბელის კუნძული (ინგლ. Campbell Island, მაორ. Motu Ihupuku) — დაშორებული, დაუსახლებელი, სუბანტარქტიკული კუნძული კემპბელის კუნძულების ჯგუფში, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. კუნძულზე არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა. მასთან მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენებით ან გემებით.
მშობ. სახელი: ინგლ. Campbell Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 52°32′ ს. გ. 169°08′ ა. გ. / 52.533° ს. გ. 169.133° ა. გ. |
ფართობი | 112,68 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 500 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად, კემპბელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
გეოგრაფია
რედაქტირებაიგი ყველაზე დიდი კუნძულია კემპბელის არქიპელაგში და მოიცავს 112,68 კმ²-ს ჯგუფის 113,31 კმ²-დან, რაც შეადგენს არქიპელაგის ფართობის 99 %-ს. გარშემორტყმულია მრავალი მომცრო კუნძულით. კუნძული კემპბელი მთიანია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 500 მეტრს აღწევს. აღმოსავლეთ სანაპიროზე, ზღვაში იხსნება ფიორდი.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაკუნძული მთავარი ადგილია ზღვის ფრინველებისათვის, რადგანაც იგი მათი ბუდობის საუკეთესო ადგილია. აქ შევხვდებით ალბატროსებს, ბაკლანები (ლათ. Phalacrocorax) და პინგვინები. კუნძულის უბიდან მოცურავენ ვეშაპები, რადგანაც უბეები წყნარი ადგილია შთამომავლობის გასამრავლებლად.
კუნძულზე იზრდება სხვადასხვა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, მათ შორის კერგელენის კომბოსტო, ასევე ეგრეთ წოდებული სუბანტარქტიკული კუნძულების მეგაბალახები. კუნძულზე იზრდება მხოლოს ერთი ზე, სიტხინის ნაძვი (ლათ. Picea sitchensis)[1][2], რომელიც დაირგო 1907 წელს; ხეს აქვს სიმაღლე 10 მეტრზე ნაკლები.
კუნძულზე შემოყვანილ იქნა უცხოური სახეობები, რამაც შემდგომში მოიტანა დიდი პრობლემები. აქ ამრავლებდნენ ცხვრებს, ასევე აქ გამოჩნდნენ ვირთაგვები. 1954 წლიდან კუნძული გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად, და ამ მომენტიდან დაიწყო იმ ცხოველთა სახეობების განადგურება, რომლებიც არ იყვნენ კუნძულის «ადგილობრივი» მაცხოვრებლები. 1984 წლისათვის ყველა ცხვარი განადგურდა, ხოლო ბოლო ვირთაგვა — 2001 წელს. ყველა შემოყვანილი ცხოველის განადგურების შემდეგ კუნძულის ბუნების მდგომარეობა სულ მალე გაუმჯობესდა.
კლიმატი
რედაქტირებაკუნძულის კლიმატი მკაცრი ოკეანისეულია, მოღრუბლული და ტენიანი. მზიანი საათების საშუალო რაოდენობა წელიწადში შეადგენს 650-ს (დღეების 59 % წელიწადში არამზიანია). რაც უფრო მაღალია ზღვის დონეზე კუნძულის ტერიტორია, მით უფრო ცოტაა იქ მზის შუქი. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1300—1400 მმ-ს წელიწადში, მათი უმრავლესობა მოდის სუსტი წვიმის სახით. წვიმები მოდის 325 დღე წელიწადში. ქარი სიძლიერით 100 კმ/სთ-ზე უფრო მეტი ქრის 100 დღე წელიწადში (ყველაზე უფრო ცოტა ქარიან რაიონებში). ტემპერატურის საშუალო თვიური მერყეობა შეადგენს 5 °C-მდე, მერყეობის დიაპაზონი ყველაზე დაბალი და მაღალი დღის ტემპერატურისა იშვიათად აღემატება 5 °C-ს. ყველაზე დაბალი ზამთრის ტემპერატურაა — −5 °C-მდე, ყველაზე მაღალი ზაფხულის ტემპერატურა ძალიან იშვიათად აღემატება 15 °C-ს. თოვლის ფენა კუნძულზე ჩერდება 1-3 დღე წელიწადში.
კუნძულზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა შეადგენდა 25,6 °C-ს, ყველაზე დაბალი −7 °C, დაფიქსირდა 2011 წლის 29 ივლისს.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული აღმოაჩინა ავსტრალიელმა კაპიტანმა ფრედერიკ ჰასელბორომ 1810 წელს სელაპებზე ნადირობის დროს. სელაპებზე მონადირე კომპანიას სახელად ერქვა Campbell & Co და მის პატივსაცემად კუნძულსაც ეს სახელი დაერქვა. კაპიტანი ფრედერიკ ჰასელბორო კუნძულის აღმოჩენის წელს მის ერთ-ერთ უბესთან წყალში ჩაიძირა. კუნძულზე დაარსდა სელაპებზე მონადირეთა პატარა დასახლება, რომლის მაცხოვრებლებმაც დაიწყეს თავისი საქმიანობა ისე აქტიურად, რომ კინაღამ დაღუპეს ყველა ადგილობრივ წყლებში მობინადრე სელაპი. 1830-იან — 1850-იან წლებში აქ ასევე წარმოებდა ვეშაპებზე ნადირობა. კუნძულზე პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მოვიდა საფრანგეთიდან 1874 წელს. კუნძულზე ბევრი უბის და მთის სახელი იწოდება ამ ექსპედიციის წევრების პატივსაცემად. 1896-1931 წლებში აქ უვლიდნენ ცხვრებს. 1907 წელს რვა მკვლევარმა შეადგინა კუნძულის რუკა, მათ ასევე შეისწავლეს მისი ფლორა და ფაუნა. მუდმივი მოსახლეობა კუნძულზე არსებობდა 1995 წლამდე. დღეისათვის კუნძულს არ ჰყავს მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ მასზე ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ხალხი, რომლებიც ატარებენ აქ რამდენიმე დღეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Topographic map დაარქივებული 2008-04-09 საიტზე Wayback Machine. , Campbell Island, NZMS 272/3, Edition 1, 1986.
- Long description of Campbell Island and especially its history
- Landcare Research - Campbell Island დაარქივებული 2010-03-25 საიტზე Wayback Machine.
- Campbell Island Bicentennial Expedition დაარქივებული 2013-02-07 საიტზე Wayback Machine.