კემპბელის კუნძულები
კემპბელის კუნძულები (ინგლ. Campbell Island group) — ვულკანური არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, მდებარეობს დაახლოებით 600 კმ-ში სამხრეთით ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სამხრეთი დაბოლოებიდან.
მშობ. სახელი: ინგლ. Campbell Island group | |
---|---|
კემპბელის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 52°32′56″ ს. გ. 169°08′59″ ა. გ. / 52.54889° ს. გ. 169.14972° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 6 |
მთავარი კუნძული | კემპბელის კუნძული |
ფართობი | 113,31 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 569 მ |
ახალი ზელანდია | |
გარე კუნძულები | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
კუნძულების ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და ახალი ზელანდიის ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ის არ ითვლება რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილად, ის იმყოფება სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მართვის ქვეშ.
კემპბელის კუნძულები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების შემადგენლობაში.[1]
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულების საერთო ფართობია — 113,31 კმ²[2].
- კემპბელის კუნძული (Campbell Island) (52°32′ ს. გ. 169°08′ ა. გ. / 52.5400° ს. გ. 169.1450° ა. გ.) ფართობი — 112,68 კმ².
- დენტი (Dent Island) (52°31′ ს. გ. 169°03′ ა. გ. / 52.51917° ს. გ. 169.06250° ა. გ.) ფართობი — 0,23 კმ².
- ჯაკმარტი (Jacquemart Island) (52°37′ ს. გ. 169°07′ ა. გ. / 52.617° ს. გ. 169.1250° ა. გ.) ფართობი — 0,19 კმ².
- ჯანეტ მარი (Jeanette Marie) ფართობი — 0,11 კმ².
- მონოვაი (Monowai Island) ფართობი — 0,08 კმ².
- ფოლი (Folly Island) (52°32′ ს. გ. 169°03′ ა. გ. / 52.533° ს. გ. 169.050° ა. გ.) ფართობი — 0,07 კმ².
ეკოლოგია
რედაქტირებაკუნძულები კიდევ იმითაა ცნობილი, რომ ადამიანის ჩარევის შედეგად კუნძულებს მიადგა ძლიერი ეკოლოგიური ზარალი: XVIII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნის დასაწყისში ვირთხები მოხვდნენ კემპბელის კუნძულებზე, სავარაუდოდ, ვეშაპის დამჭერი გემებიდან.[3] მხოლოდ დაახლოებით 200 წლის შემდეგ, 2003 წელს, ახალი ზელანდიელი მეცნიერების ძალისხმევით გაანადგურეს ისინი.[4] ამ პერიოდის განმავლობაში ვირთხებმა უზარმაზარი ზარალი მიაყენეს ადგილობრივი — ქარიშხალას და პინგვინის სახეობებს. ზოგიერთი სახეობა იძულებული გახდა ბუდე გაეკეთებინა მხოლოდ არქიპელაგის მცირე კლდეებზე.
ყველაზე ეული ხე
რედაქტირებასიტხენის ნაძვი (ლათ. Picea sitchensis) არქიპელაგზე ერთადერთი ხეა[5]. ის, სავარაუდოდ, დაირგო 1907 წელს, მაგრამ მისი სიმაღლე დღემდე არ აღემატება 10 მეტრს[6]. ნიგერიის უდაბნოში აკაცია ტენერეს ხის (ფრანგ. Arbre du Ténéré) გახმობის შემდეგ, ეს ხე მსოფლიოში შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ეულად მდგომ ხედ. უახლოესი სოფელი მდებარეობს 222 კმ-ში ოკლენდის კუნძულებზე[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მსოფლიო მემკვიდრეობა. ობიექტი 877
- ↑ Heritage expeditions: Description et carte détaillée des îles Campbell
- ↑ კემპბელის კუნძულები განთავისუფლდა «ვირთხების ოკუპაციისგან»[მკვდარი ბმული]
- ↑ იშვიათი ცხოველებისა და ფრინველების გადასარჩენად ახალ ზელანდიელმა მეცნიერებმა კემპბელის კუნძულებზე ყველა ვირთხა გაანადგურეს
- ↑ The Lone Tree of Campbell Island — Sub-Antarctic Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-18. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
- ↑ The ultimate ascent of the world’s loneliest tree. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-21. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
- ↑ Guinness Book of World Records. Guinness World Records Limited. 2013. p. 41.