ოკლენდის კუნძულები

ოკლენდის კუნძულები (ინგლ. Auckland Islands, მაორ. Motu Maha or Maungahuka) — ვულკანური არქიპელაგი ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების შემადგენლობაში. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის პორტ ბლაფიდან 465 კმ-ის დაშორებით. კუნძულებზე არ არსებობს ადამიანთა მუდმივი დასახლებები, მაცხოვრებლებს სამეცნიერო ექსპედიციების წევრები წარმოადგენენ. ეკოლოგიურად მიეკუთვნება ანტიპოდის სუბანტარქტიკულ კუნძულთა ტუნდრის ეკორეგიონს.

ოკლენდის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Auckland Islands
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 50°07′ ს. გ. 166°01′ ა. გ. / 50.117° ს. გ. 166.017° ა. გ. / -50.117; 166.017
კუნძულთა რაოდენობა 8
მთავარი კუნძული ოკლენდის კუნძული
ფართობი 625,6 კმ²
უმაღლესი წერტილი 660 მ
დიკის მთა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

კუნძულთა ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და არის მისი ტერიტორია, მაგრამ კუნძულები არ არიან რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილი, არამედ იმყოფებიან სპეციალური ორგანოს ინგლ. Area Outside Territorial Authority-ის უშუალო დაქვემდებარებაში.

ოკლენდის კუნძულები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია[1].

მთავარი კუნძულის, ოკლენდის ფართობი 510 კმ²-ია, სიგრძე 42 კმ.

გეოგრაფია რედაქტირება

კუნძულების ფართობი შეადგენს 625,6 კმ². სიმაღლე — ზღვის დონიდან 600 მეტრზე მეტი. არქიპელაგი შედგება ერთი დიდი ოკლენდის კუნძულისაგან, ადამსის კუნძულისაგან და ასევე პატარა კუნძულებისაგან და კლდეებისაგან:

ფლორა წარმოდგენილია სუბანტარქტიკული ტყით (ძლიერი ქარების გამო) და დაფარულია ბალახით. ფაუნის წარმომადგენლებს შორის ძირითადად გავრცელებულია წყლის ცხოველთა სახეობები: ზღვის ლომი, ზღვის სპილო, სელაპი, ასევე პინგვინები და ზღვის ფრინველები.

XIX—XX საუკუნეებში გარედან შეყვანილი იყვნენ ძუძუმწოვრების სხვადასხვა სახეობები. 1990-იან წლებში ეკოლოგებმა სხვადასხვა გზით გაანადგურეს ძროხები, ცხვრები, თხები, ძაღლები, ოპოსუმები და ბოცვრები. მაგრამ დარჩნენ გარეული კატები და ღორები. უკანასკნელი ბოცვრები და თაგვები მოწამლეს 1993 წელს კუნძულ ენდერბიზე. საინტერესოა, რომ თაგვებმა მაინც ვერ შეძლეს აქ გამრავლება, თუმცა ამ განედის სხვა კუნძულებზე ისინი თითქმის ყველგან გვხვდებიან.

კუნძულებზე შექმნილია ზღვის ნაკრძალი.

ისტორია რედაქტირება

არსებობს რომდენიმე მტკიცებულება იმისა, რომ პოლინეზიელი ზღვაოსნები იყვნენ პირველი ხალხი, რომლებიც იყვნენ ამ კუნძულებზე. კუნძულ ენდერბიზე (არქიპელაგის ჩრდილოეთი ნაწილი) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პოლინეზიური დასახლების კვალი, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით XIII — XIV საუკუნეებით. ეს პოლინეზიელების ყველაზე სამხრეთი დასახლებაა, რომელიც მეცნიერებს როდესმე უპოვიათ.

სავარაუდოდ ევროპელებმა არქიპელაგი აღმოაჩინეს 1806 წელს აბრაჰამ ბრისტოუს მეშვეობით.

მოსახლეობა რედაქტირება

კუნძულებზე არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ხშირად მას სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები. 1942—1945 წლებში ოკლენდის კუნძულზე მოქმედებდა პოლარული სადგური. XIX საუკუნეში წამოიწყეს დასახლების შექმნის რამდენიმე წარუმატებელი ცდა, რასაც ძალიან უშლიდა ხელს მკაცრი კლიმატი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება