კეიტ მარა
კეიტ მარა (ინგლ. Kate Rooney Mara; დ. 27 თებერვალი, 1983, ბედფორდი, აშშ, აიოვის შტატი) — ამერიკელი მსახიობი.
კეიტ მარა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი, 1983 ბედფორდი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ეთნიკურად | ამერიკელი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკეიტ მარა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა Netflix-ის სერიალ „ბანქოს სახლში“ შესრულებული რეპორტიორ ზოი ბარნსის როლით.
მარამ მსახიობობა ცხრა წლის ასაკში სკოლაში დაიწყო. იგი თამაშობდა რამდენიმე ახალგაზრდულ სასკოლო სპექტაკლში. პირველი სატელევიზიო როლი 1997 წელს შეასრულა, „NBC“-ის სერიალში „კანონი და მოქმედება“. სწორედ ამის შემდეგ, მისი მონაწილეობით გამოვიდა შემდეგი სერიალები: „ევერვუდი“ (2003 წელს), „სხეულის ნაწილები“(2003-2010 წლებში), „დეტექტივი რაში“ (2003-2010 წლებში), „დანაშაულის ადგილი: მაიამი“ (2002 წელი).
2012 წელს კეიტ მარა შეუერთდა „ბანქოს თამაშების“ მსახიობთა გუნდს, რომელშიც ზოი ბარნსის პერსონაჟს განასახიერებდა.
რაც შეეხება უშუალოდ ფილმებს, კეიტ მარას სადებიუტო როლი შედგა ფილმში „შემთხვევითი გულები“ (1999 წელი), რომელშიც ჯესიკა ჩენდლერის პერსონაჟს განასახიერებდა.
2005 წელს კეიტმა ითამაშა ფილმში „ქალაქური ლეგენდები 3: სისხლიანი მერი“. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „კუზიანი მთა“, რომელმაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „უპირატესობა“ (2014 წელი), „მარსელი“ (2015 წელი), „მეგან ლივი“ (2017 წელი) და „ჩემი დღეები მერსისთან“ (2017 წელი).
კეიტ მარას ფილმებიდან გამორჩეულია ასევე უოლი პფისტერის სადებიუტო ფილმი „ტრანსცედენტულობა“ (2014, სცენარის ავტორი ჯეკ პაგლენი), სადაც ჯონი დეპია მთავარ როლში. ფილმში მათთან ერთად მთავარ როლებს ასრულებენ გამორჩეული მსახიობები. მათ შორის: მორგან ფრიმენი, რებეკა ჰოლი, კილიან მერფი, პოლ ბეტანი. ჯეკ პაგლენის სცენარი 2012 წლის „შავ სიაში“ მოხვდა. ამ სიაში კი ყოველ წელს საუკეთესო სცენარები ხვდება, რომელთა გადაღებაზეც ჰოლივუდმა უარი თქვა. 2014 წელს აღნიშნულმა ფილმა ოსკარი მოიპოვა.
კეიტ მარას ჰყავს ქმარი - ჯეიმი ბელი, ისიც პროფესიით მსახიობია, რომელზეც 2017 წელს იქორწინა. მათ ჰყავთ ერთი შვილი. კეიტ მარას მშობლები არიან ტიმოთი და კეტლინ მარები. მისი და ასევე ცნობილი მსახიობია რუნი მარა. მარა ამბობს, რომ ის უზარმაზარი ოჯახიდან არის, მისი მამა 11 შვილიდან ერთ-ერთია, მას ჰყავს 22 ბიძა და 40 ბიძაშვილი, როგორც ნიუ-იორკის გიგანტებისა და პიტსბურგის ფოლადერების მფლობელთა შთამომავალი, მარა ორივე გუნდის აქტიური და ერთგული გულშემატკივარია.
კეიტ მარა ცხოვრობს ლოს-ანჯელესსა და მანჰეტენზე. უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაკავაბულია ვარჯიშით და არის ვეგეტარიანელი.
მარა შეერთებული შტატების ჰუმანური საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 2015 წელს, იგი ნაჩვენები იყო მათ ერთ–ერთ კამპანიის ვიდეორგოლშიც.