ბანქოს სახლი (ამერიკული ტელესერიალი)

ბანქოს სახლი (ინგლ. House of Cards) — ამერიკული პოლიტიკური დრამატული ტელესერიალი, რომლის ავტორია ბო უილიმონი. იგი ეფუძნება ბრიტანულ, ამავე სახელწოდების მინი-სერიალს და მაიკლ დობსის რომანს. პირველი სეზონი, რომელშიც 13 ეპიზოდი შევიდა, ეთერში გავიდა 2013 წლის 1 თებერვალს, ნაკადიან სერვისზე Netflix.[2] მეორე სეზონშიც 13 ეპიზოდი იყო[2][3], რომლებიც 2014 წლის 14 თებერვლიდან გადიოდა[4], ხოლო მესამე სეზონი 2015 წლის 27 თებერვალს დაიწყო.[5][6] დაიგეგმა სერიალის მეოთხე სეზონიც,[7] რომელიც დაიწყება 2016 წლის 4 მარტს. უილიმონის თქმით, სერიალის შემდეგი სეზონის ეთერში გასვლის საკითხი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ წყდება.[8]

ბანქოს სახლი
ჟანრი პოლიტიკური დრამა
ავტორი ბო უილიმონი
ეფუძნება
მონაწილეობენ
თემის კომპოზიტორი ჯეფ ბილი
მთავარი თემა "House of Cards Main Title Theme"
კომპოზიტორ(ებ)ი ჯეფ ბილი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 5
ეპიზოდი 65
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
ადგილ(ებ)ი ბალტიმორი, მერილენდი
ჯოპა, მერილენდი
ოპერატორი აიგილ ბრილდი
ტიმ აივზი
იგორ მარტინოვიჩი
ხანგრძლივობა 43–59 წთ
კომპანია Media Rights Capital
Trigger Street Productions
Wade/Thomas Productions
Knight Takes King Productions[1]
დისტრიბუტორი Netflix
ეთერი
ჩვენების ფორმატი 1080p (2:1 HDTV) (2013)
4K (2:1 UHDTV) (2014–present)
აუდიო ფორმატი Dolby Digital 5.1
ეთერში 1 თებერვალი, 2013 (2013-02-01) — დღემდე
დაკავშირებული შოუები ბანქოს სახლი
რესურსები ინტერნეტში

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე ვაშინგტონში. სიუჟეტი ასახავს ამბიციური ფრენკ ანდერვუდის (კევინ სპეისი), დემოკრატიული პარტიის კონგრესმენის ცხოვრებას და კარიერას. როდესაც იგი გარეტ უოკერს ეხმარება აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის მოპოვებაში, ფრენკს იმედი აქვს, რომ ახალი პრეზიდენტი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშნავს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლინდა ვასკესი, ანდერვუდს ამცნობს, რომ იგი ამ თანამდებობას ვერ მიიღებს. იმ დროიდან მოყოლებული, ღალატით გაოგნებულები ფრენკი და მისი მეუღლე, კლერი (რობინ რაიტი), ცდილობენ, უოკერს სამაგიერო გადაუხადონ. სერიალის თემებია ულმობელი პრაგმატიზმი,[9] მანიპულირება და ძალაუფლება.[10]

ბანქოს სახლის ჩვენებას საქართველოს ტერიტორიაზე 2015 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Anderson, David. (November 21, 2014) House of Cards' keeps busy Harford shooting schedule, prompting a rare complaint. The Baltimore Sun. ციტირების თარიღი: January 22, 2015.
  2. 2.0 2.1 Itzkoff, Dave. (October 4, 2012) Netflix Sets February Premiere for 'House of Cards'. The New York Times. ციტირების თარიღი: October 4, 2012.
  3. Stelter, Brian (January 18, 2013). „A Drama's Streaming Premiere“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 25, 2013.
  4. Twitter / HouseofCards: 02.14.14 http://t.co/RUzmSugBeU. Twitter.com (December 4, 2013). ციტირების თარიღი: April 21, 2014.
  5. Netflix Renews 'House of Cards' for Season 3. The Hollywood Reporter (February 4, 2014). ციტირების თარიღი: February 4, 2014.
  6. Swift, Andy. (December 1, 2014) House of Cards Season 3: Netflix Reveals 2015 Premiere Date3. TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 2, 2014. ციტირების თარიღი: December 1, 2014.
  7. Spangler, Todd (April 2, 2015). „‘House of Cards’ Renewed for Season 4 by Netflix“. Variety. ციტირების თარიღი: April 2, 2015.
  8. Schneider, Michael. (February 13, 2014) House of Cards Creator Beau Willimon on the D.C. Thriller's Second Season. TV Guide. ციტირების თარიღი: October 2, 2015.
  9. Graves, Lucia. (February 19, 2014) Frank Underwood and a Brief History of Ruthless Pragmatism. National Journal. ციტირების თარიღი: July 30, 2014.
  10. Cronk, Jordan. (April 29, 2013) 'Doing bad for the greater good': Kevin Spacey, Beau Willimon and Co. Look Back at 'House of Cards' Season One. Indiewire. ციტირების თარიღი: July 30, 2014.