კახორის წმინდა გიორგის ეკლესია

კახორის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური სალოცავი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფლებს — ვანსა და ფარცხნალს შორის, კახორის მთაზე. აშენებულია 2006-2007 წლებში გვიანდელი შუა საუკუნეების ნაეკლესიარზე.

კახორის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°59′19″ ჩ. გ. 43°10′52″ ა. გ. / 41.988611° ჩ. გ. 43.181194° ა. გ. / 41.988611; 43.181194
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
ადგილმდებარეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარგვეთისა და უბისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა

ისტორიული ნაგებობა იყო წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, ნაშენი შირიმნის თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო; გამოსახული იყო რელიგიური სიუჟეტები, ასევე ისტორიული სასულიერო და საერო პირების პორტრეტები. ფრესკებს ახლდა ასომთავრული წარწერები. კახორის ეკლესია სავარაუდოდ აგებული იყო ძველი წარმართული საკურთხევლის ადგილზე. ეკლესიაში აღმართული ყოფილა ხავერდის მოსასხამით შემოსილი ხის დიდი ჯვარი წმ. გიორგის გამოსახულებით. აქ იმართებოდა საეკლესიო დღესასწაული „კახორობა“. კახორის ეკლესიას იხსენიებს ლევან გოთუა რომანში „გმირთა ვარამი“ (1958-1962).

საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1923 წელს ეკლესია დაარბიეს, მისი სიძველეების ნაწილი განადგურდა, ნაწილი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს. 1930-იან წლებში, როდესაც კახორი აღწერა ისტორიკოსმა გ. ბოჭორიძემ, ეკლესია დაზიანებული სახით იყო შემორჩენილი.

2006-2007 წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ძველი ნაგებობის ნაშთები ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკებით მთლიანად დაანგრია და მის ნაცვლად ახალი დარბაზული ტიპის ეკლესია ააშენა. ძველი ეკლესიის ქვები მხოლოდ ინტერიერშია გამოყენებული ძირითადად აფსიდსა და ჩრდილოეთ კედელზე. დანგრევის წინ არ მომხდარა ძველი ეკლესიის შემორჩენილი ნაგებობების ფოტოდოკუმენტირება. 2016 წელს ეკლესია ეკურთხა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელზე. განახლებულია „კახორობის“ ტრადიცია, რომელიც ყოველწლიურად, 28 ივლისს, წმ. კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღინიშნება.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საყვარელიძე თ., ვანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9641
  1. ხარაგაულში კახორობა აღინიშნება — «ჩემი ხარაგაული», 28 ივლისი, 2021.